ტყეში სეირნობა მეტია, ვიდრე უბრალოდ დასვენება და ამის მიზეზი ფიტონციდება
გაგჩენიათ ოდესმე განცდა, რომ ტყეში გასეირნების შემდეგ თავს სრულიად სხვა ადამიანად გრძნობთ? ეს არ არის მხოლოდ სიჩუმისა და სუფთა ჰაერის დამსახურება.
მეცნიერები ადასტურებენ, რომ ტყეში სეირნობა ორგანიზმზე სრულიად განსხვავებულად მოქმედებს, ვიდრე ქალაქის პარკში და ამის მიზეზი ფიტონციდებია.
რა ხდება, როცა ტყის ჰაერს ვსუნთქავთ?
ტყის ჰაერით ფილტვების ავსებისას, ჩვენი ორგანიზმი ითვისებს ხეების მიერ გამოყოფილ აქროლად ორგანულ ნაერთებს — ძირითადად, ფიტონციდებს (როგორიცაა α-პინენი, β-პინენი, ლიმონენი). ეს ნაერთები ააქტიურებენ NK-უჯრედებს (Natural Killers) — სისხლის თეთრ სხეულაკებს, რომლებიც ებრძვიან კიბოს უჯრედებსა და ვირუსებს.
განსხვავება ის არის, რომ ტყე მათ ბუნებრივად, სუნთქვის საშუალებით გვაწვდის, და არა ინექციით.
რა ემართება ორგანიზმს ტყეში სეირნობისას:
- ტყეში ორსაათიანი სეირნობის შემდეგ, NK-უჯრედების აქტივობა 50%-ით იზრდება და ეს ეფექტი 7 დღის განმავლობაში ნარჩუნდება;
- კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონე ტყეში შესვლიდან სულ რაღაც 15 წუთში იკლებს;
- ჩიბას უნივერსიტეტის (იაპონია) კვლევებმა დაადასტურა, რომ შინრინ-იოკუ (იაპონური „ტყის აბაზანები“) უფრო ეფექტურად აქვეითებს არტერიულ წნევასა და პულსს, ვიდრე იმავე ხანგრძლივობის სეირნობა ქალაქში.
ამ ეფექტის მისაღწევად არ არის აუცილებელი უღრან ტყეში წასვლა. ქალაქის პარკი ძველი ხეებით, მდინარის გასწვრივ გამწვანებული ბილიკი ან დასახლებასთან ახლოს მდებარე კორომიც საკმარისია 20 წუთი ნელი ნაბიჯით სეირნობა ხეებს შორის, რომ ეს მექანიზმი ამუშავდეს.
იაპონელები საუკუნეებია ამბობენ, რომ „ტყე კურნავს“. ახლა უკვე ვიცით, რომ ეს მეტაფორა არ არის, ეს არის ფიტონციდების და იმუნური სისტემის გააქტიურების რეალური, მეცნიერულად დასაბუთებული პროცესი, რომელსაც წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეების აქროლადი ნივთიერებები განაპირობებს.
მომამზადა, ნატა მაჭარაშვილმა

