აგროსიახლეები

ციტრუსის სეზონი იწეყება

არასტანდარტული 1 კილოგრამი მანდარინის სუბსიდირება 10 თეთრით, 30-დან 40 თეთრამდე გაიზარდა _ ამის შესახებ ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
წინასწარი მოლოდინით, წლეულს ნარინჯისფერი რთველი შედარებით ადრე, ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება.

წლეულს პროგნოზით აჭარაში ფერმერები ციტრუსის 40-45 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

როგორც საკოორდინაციო შტაბის გახსნის დროს ითქვა, საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი გადამმუშავებელი საწარმო მიიღებს, ხოლო  არასტანდარტულ ნაყოფს რაც შეეხება, ქობულეთში მას ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.

შტაბი აჭარის მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ამოქმედდა და მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს.

ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.

ცნობისთვის, არასტანდარტულ მანდარინში ითვლება ყველა ის მანდარინი, რომელთა სასაქონლო მდგომარეობა იმ სტანდარტს არ აკმაყოფილოებს, რომლის ბაზარზე რეალიზება იქნება შესაძლებელი.