ცხვრის ბონიტირება
ამ ღონისძიების მაღალ ორგანიზაციულ და კვალიფიციურ დონეზე ჩატარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ცხოველთა ბონიტირების დროს აუცილებელია ცხვრის პროდუქტიულობის სწორი განსაზღვრა, კონსტიტუციის შეფასება და აღრიცხვა. ცხოველის კონსტიტუციის ტიპი უნდა განისაზღროს სხეულის აგებულების (ძვალეული, სიმაგრე, ექსტერიერი), კანისა და კანქვეშა უჯრედების, სამატყლო პროდუქტიულობის კომპლექსური მაჩვენებლებისა და ადგილობრივ პროდუქტებთან შემგუებლობის საერთო შეფასების საფუძველზე.
ვინაიდან თუშური ჯიში ისტორიულად ჩამოყალიბდა მომთაბარეობის რთულ ექსტრემალურ პირობებში და კარგადაა შეგუებული საქართველოს ბუნებრივ-კლიმატურ პირობებს (განსაკუთრებით მთიანი ზონის რაიონებში), ამ ჯიშის ცხვრის სასურველი ტიპის ცხოველი ხასიათდება მაგარი კონსტიტუციით, კარგად განვითარებული ძვლეულით და მაგარი ჩლიქით. ტანი საკმაოდ უნდა იყოს განვითარებული სიგრძესა და სიღრმეში, კიდურები საშუალო სიმაღლის, თავის საშუალო სიდიდის, მატყლი თეთრი ფერის, თივთიკის დიდი რაოდენობით, კარგი დრეკადობით სიმაგრითა და ბზინვარებით. მასში დაუშვებელია მკვდარი და მშრალი ბოჭკოების არსებობა. მუცელი და კიდურები კარგად და დამაკმაყოფილებლად უნდა იყოს შებუსული მატყლით. ნერბებს ცური ნორმალური კერტებით, კარგად განვითარებული უნდა ჰქონდეთ. ბონიტირებისას რქიანობის შეფასება უტარდებათ მხოლოდ ვერძებს. მათ მოეთხოვებათ კარგად განვითარებული სპირალური რქები. თუშური ნერბები დოლაა ან პატარა რქებით ხასიათდება.
პრაქტიკულად ზემოთ მოყვანილი მახასიათებლები აქვთ თუშური ჯიშის ელიტური ჯგუფისა და ჳ კლასის ცხოველებს. მათ მატყლი უნდა ჰქონდეთ ჳ კლასის, ხოლო მატყლში თივთიკის ბოჭკოს სიგრძე არანაკლები 2 სმ. ელიტურ ჯგუფში გამოიყოფა ისეთი I კლასის ცხვრები, რომლებიც აღემატებიან ამ კლასში მოხვედრილ სულადობის 10% ცოცხალი მასით და 15% ნაპარსით.
II კლასში შედიან მეხორცული ტიპისკენ გადახრილი ცხოველები. ისინი ხასიათდებიან მაგარი, ან რამდენადმე უფრო უხეში კონსტიტუციით. მატყლი თეთრია, მეჩხერი და უფრო უხეში II და III კლასის ფარგლებში. მკვდარი ბეწვი გვხვდება უმნიშვნელო რაოდენობით, კუდი კარგად აქვთ შევსებული ცხიმის დანაგროვით. III კლასში გამოყოფენ მაგარი, მშრალი, ზოგჯერ ნაზი კონსტიტუციის ნიშნების მქონე ცხვარს, მეხორცეული ფორმების ნაკლები გამოსახულებით, უფრო პატარა ტანისას და ცხიმკუდის მქონე, ვიდრე პირველ ორ კლასში. მატყლი თეთრი, ხშირი, I კლასის. კანძი გამოთანაბრებულია, მატყლში მკვდარი ბოჭკოები არ შეინიშნება. ნაპარსი უნდა იყოს არა ნაკლები, ვიდრე I კლასის ცხვარს მოეთხოვება.
წუნდებაში ისეთ ცხვარს უშვებენ, რომელსაც მანკიერი ექსტერიერი და მატყლი აქვს, აგრეთვე ნაჯვარი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ხალასჯიშიანი თუშური ცხვრისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.
ცხვრებში მოცემულია თუშური ცხვრის პროდუქტიულობის მინიმალური მაჩვენებელი ახალი დარგობრივი სტანდარტის მიხედვით. (ცხრილი I)
თუშური ცხვრის პროდუქტიულობის მინიმალური მაჩვენებელები
ცხვრის ჯგუფი | ცოცხალი მასა, კგ. | მატყლის ნაპარსი, კგ. | მატყლის სიგრძე, სმ. უხეში/თივთიკი | ||||||
ელისტ | Iკლ. | IIკლ. | ელისტ | Iკლ. | IIკლ. | ელისტ | Iკლ. | IIკლ. | |
ვერძი | 60 | 55 | 50 | 4.0 | 3.7 | 3.5 | 18/12 | 16/11 | 15/10 |
ნარბი | 45 | 40 | 30 | 3.5 | 3.0 | 2.8 | 16/10 | 14/10 | 13/8 |
მამალი თოხლი 1 წლის |
40 |
35
|
_ |
2.8 |
2.5 |
_ |
18/12 |
17/11 |
_
_ |
დედალი თოხლი 1 წლის |
35 |
30 |
27 |
2.0 |
1.8 |
1.6 |
16/10 |
15/10 |
14/8 |
ამავე სტანდარტების მიხედვით თუშური ჯიშის სანაშენე ბატკანი უნდა ხასიათდებოდეს პროდუქტიულობის შემდეგი მაჩვენებლით (ცხ. II)
მაჩვენებლები | ასაკი, თვე | სარძევე | ქულა განვითარებით | შიშაქი | ქულა განვითარებით |
ცოცხალი წონა, კგ. | 4-5 | 28 | 5 | 24 | 5 |
4-5 | 26 | 4 | 22 | 4 | |
მატყლის ნაპარსი | 6-7 | 1.2 | 5 | 1.0 | 5 |
6-7 | 1.0 | 4 | 0.8 |
4 |
ბატკნები, რომლებიც ვერ პასუხობენ პროდუქტიულობის მინიმალურ მაჩვენებლებს, შეფასდებიან 3 ქულით და სანაშენოდ არ გამოიყენებიან.
თუშური ცხვარი ბონიტირდება ინდივიდუალურად ან კლასიკურად 1 წლის ასაკში _ გაზაფხულზე, პარსვის წინ მაგრამ მისი საბოლოო საბონიტირო კლასის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მივიღოთ ცხვრის ცოცხალი წონა შემოდგომითაც.
ბონიტირების დაწყებამდე უნდა მომზადდეს სანაშენე და ზოოტექნიკური აღრიცხვის ფორმები, ყურზე ამონაჭრების დასადები მაშები, ტატუირების დასადები მაშები, მეტალის ან პალასტმასის საყურე ბირკები და მათ გასაკეთებლად სახვრეტი და მოსაჭერი მაშები, სადაღმი ციფრების კომპლექტი ვერძების რქაზე ნორმების ამოსაწევად, სასწორი ცხოველების ასაწონად, ფიცრისაგან დამზადებული ფარები და სხვა.
საბონიტირო ადგილი უნდა მოეწყოს შემდეგნაირად:
თუ სულადობა ფარეხშია მოთავსებული, მაშინ კარებთან ხის ფარებითა და ტიხრებით უნდა მოეწყოს 4-5 მ. სიგრძის ვიწრო გასასვლელი (ორღობულა) რომელშიც გაეტევა თითო ცხვარი. ორღობულას დასასრულს მარჯვნივ და მარცხნივ უნდა ამოითხაროს 1 მ. სიგრძისა და 50-60 სმ სიღრმე სიგანის ორმოები ბონიტიორისა და დამხმარე მუშისათვის. ორმოებს შორის იგება ფიცარნაგი, რომელზეც დასაბონიტირებელ ცხვარს იჭერს და აფიქსირებს დამხმარე მუშა, ხოლო საპირისპირო მხარეს მდგომი ბონიტიორი აფასებს ცხოველს საბონიტირო მაჩვენებლების მიხედვით. მათ სიახლოვეს მაგიდასთან ზის აღმრიცხველი, რომელიც ბონიტიორის კარნახით აკეთებს ჩანაწერებს ინდივიდუალური ბონიტირების ჟურნალში. ახლოს უნდა მოეწყოს 3-4 განყოფილებიანი ბაკი სხვადასხვა საბონიტირო კლასის ცხოველთა მოსათავსებლად. ბონიტირების ჩასატარებლად საჭიროა 3-4 მუშა ცხვრების ბონიტიორამდე მისაყვანად და სხვადასხვა კლასის ცხოველების ბაკში გადასანაწილებლად.
დაბონიტირებულ ცხვარს მარჯვენა ყურზე საჭრელი მაშით უკეთებენ კლასის აღმნიშვნელი სერი ანუ ნაჭდევი: ელიტა _ ყურის ბოლოზე ერთი ნაჭდევი; I კლასი _ ყურის ქვედა ნაწილზე ერთი ნაჭდევი; II კლასი _ ყურის ქვედა ნაწილზე ორი ნაჭდევი და III კლასი _ ყურის ზედა ნაწილზე ერთი ნაჭდევი. ბონიტირების დასრულების შედეგების ჯამური უწყისი, სადაც აბსოლუტურ რიცხვებში და პროცენტულად განისაზღვრება მთლიანად დაბონიტირებული სულადობიდან რამდენი მიეკუთნება ელიტურ ჯგუფს I, II, III კლასებსა და „წუნს”. შემდგომით კი დგება დაბონიტირებული ცხვრის ცოცხალი მასისა და ნაპარსის წლიური მაჩვენებლები.
სულადობის დაბონიტირება უნდა მოხდეს ამჟამად მოქმედი თუშური ცხვრის ბონიტირების დარგობრივი ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის მიერ.
ბონიტირების მასალებზე დაყრდნობით უნდა ჩამოყალიბდეს ცხვრის ფარები წუნდებულის ადგილზე სარემონტო მოზარდის ჩაყენებით და მათთან განხორციელდეს სათანადო სანაშენო მუშაობა. ბონიტირების შედეგები ყოველწლიურად უნდა შეედაროს სხვა წლების ასეთივე მონაცემებს, შეფასდეს ცხოველთა პროდუქტიულობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, რომელთა მიხედვითაც გაკეთდება საჭირო დასკვნები სანაშენო სასელექციო მუშაობის შემდგომ გასაუმჯობესებლად.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“