დარგებიმეცხოველეობა

ცხვრის მერძეულობა და წველადობა

თუშური ცხვრის რძიდან საქართველოში ოდითგანვე სხვადასხვა ხარისხის ყველს (გუდა, ჩოგი, კობის და სხვ.) ამზადებენ, ამიტომ მეცხვარეების ფერმერული მეურნეობის შემოსავლის გადიდების საქმეში, ბატკნის ნორმალური გამოზრდისა და რძის მისაღებად, თუშურ ცხვარს მერძეულობას, მის წველადობას და წველის ორგანიზებულ ჩატარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ცხვრის მერძეულობა დამოკიდებულია ასაკზეც, მის მატებასთნ ერთად მნიშვნელოვნად იზრდება ნაწველი. ეს პროცესი 6 წლამდე გრძელდება, შემდეგ კი საგრძნობლად ეცემა. ნაწველის მატების დონე ცხვრის წლოვანების მიხედვით ერთნაირი არ არის; ნაწველის მატება 3_5 წლამდე უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე შემდეგ, ვინაიდან თუშური ცხვრის მერძეულობა იზრდება 6 წლამდე და შემდეგ მცირდება, ამიტომ მომთაბარე მეცხვარეობის პირობებში 5 და, მითუმეტეს, 6 ბატკან ნაყოლი დედა ცხვრის დატოვება ფარაში ნაკლებად სარფიანია და ასეთი ცხვარი, როგორც წესი, გამოიწუნება.
თუშური ცხვრის წველას ჩვეულებრივ საზაფხულო საძოვრებზე ასვლიდან პირველი 10 დღის განმავლობაში იწყებენ. ჩვენში წველის ორი წესია მიღებული. პირველ შემთხვევაში ის ბატკნის მთლიანი ასხლეტის შემდეგ იწყება და აგვისტოს პირველ ნახევრამდე გრძელდება. ამ დროისათვის ცხვრის უმეტესობა შესამჩნევად შრება. ამ დროიდან დედა ცხვარს ასვენებენ და ნერბისათვის ამზადებენ. ასევე გამოიყენება ცხვრის წველის განსაკუთრებული წესიც _ მთაში ბატკნის მთლიანი ასხლეტა არ ხდება, მას ცალკე ფარად ინახავენ და ცხვრის ყოველი მოწველის შემდეგ 1-2 საათით ურევენ, მათ დედებთან უშვებენ. ასეთი მეთოდით წველისას მართალია დედა ცხვრის სარძევე ჯირკვლების გააქტიურების გამო მეტი რაოდენობის სასაქონლო რძე მიიღება, მაგრამ ცხვარიც და ბატკანიც უფრო მეტად წუხდება, რაც უდავოდ უარყოფით გავლენას ახდენს დედა ცხვრის შეხორციანებასა და ბატკნების ზრდა_განვითარებაზე. მომთაბარე მეცხვარეობაში მიღებულია წველის ტექნიკის ორი მეთოდი _ წველა “ბაკში” და “ბერაში”. “ბაკი” წარმოადგენს წრიულ შემოღობილ ადგილს, სადაც ცხვარს წველიან. `ბერას” კი აქვს ცხვრის ვიწრო გასასვლელი, მოპირდაპირე მხარეზე სხედან მწველავები, რომლებიც იჭერენ შემორეკილ ცხვარს და რიგრიგობით წველიან. ის ადგილი სადაც მწველავები სხედან, ნალექებისგან დასაცავად გადახურულია. წველის ორივე მეთოდის დროს თითოეული ცხვრის წველა მეტად მცირე დროის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ პირველ შემთხვევაში მწველავი უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს, მოწველილი რძის რაოდენობა კი თითქმის ერთნაირია.
ცხვრის წველადობის მოცულობა დამოკიდებულია ბატკნის ასხლეტის, წველის დაწყებისა და შეწყვეტის ვადებზე და კვების რეჟიმებს. ბატკანი 95 დღის განმავლობაში ასხლეტამდე

ცხვრის წველას დიდ კავკასიონზე მომთაბარეობისას ფერმერები აწარმოებენ ბატკნის სრული ასხლეტით და მთელი წველის პერიოდში ბატკანი არ ხვდება დედას.  წველა მიმდინარეობს სპეციალური ბაკში, სადაც ცვარი მჭიდროდ უნდა იყოს შეყრილი, რათა მწველავებმა ადვილად შეძლონ ცხვრის დაჭერა და დაფიქსირება. წველის ამ მეთოდს ბაკში წველა ეწოდება. ბაკში წველის  დროს ყოველი სული მაქსიმალურად უნდა ჩამოიწველოს, რადგან ცურში დარჩენილი რძე გამოიწვევს ცხვრის ადრე გაშრობას.

მცირე კავკასიონზე მომთაბარე ფერმერები წველის პერიოდში ბატკანს ნაწილობრივ აცილებენ დედას. წველამდე ბატკანი და დედა ცხვარი ცალ-ცალკე ძოვენ, ხოლო წველის დამთავრებისას ბატკანს და ცხვარს ურევენ ერთმანეთში 1-2 საათით და ბატკანი დარჩენილ რძეს წოვს, შემდეგ კი კვლავ ასხლვეტენ.

ბატკნის მიერ მოწოვილი რძის რაოდენობა და ცხვრვის წველადობა

ბატკნის ასხლეტ. და ცხვრის წველ. დრო.

ცხვრის წველის შეწყვეტ. დრო. ბატკნის წოვის ხანგრ. და მოწოვილი რძის ოდენობა ცხვრის წველის ხანგრძლივ. და წველადობა ლაქტ.

ხანგრ. დღ.

ლაქტ.

პერ.

ბატკნ. მოწოვ.

რძე,  მოწვ. რძის. ოდნ. კგ.

ბატკნ

მოწოვ. რძე %

მოწველ.

რძე %

წოვ. ხანგრ.

დღე.

მოწ. რძ. ოდნ. დღე. მოწ. რძ. ოდნ. კგ წველ. ხანგრ. დღ. წველ. დღებ. წველ. კგ.

I/IV

I/VIII 90 0.34 31,10 60 0,28 17,25 150 48,35 64,32 35,36
10/VI 10/VIII 100 0,35 34,16 60 0,240 14,19 160 48,35 70,65 29,35
საშუალო 95 0,34 32,63 60 0,25 15,72 155 48,35 67,49

32,51

 სპეცალისტების და პრაქტიკოსი მეცხვარეების უმრავლესობა ბაკში წველის მეთოდს ამჯობინებს, ვინაიდან ბერაში წველის დროს პროცესი შრომატევადია და მეტად წვალობს ცხვარიც და ბატკანიც. მართალია, ასეთი  მეთოდით წველის დროს დედა ცხვარი გვიან შრება და მეტ რძეს იძლევა, მაგრამ ის მაინც 10 აგვისტომდე უნდა გავაშროთ, რათა დროულად მომზადდეს ნერბვისათვის.

ბაკში წველის დროს ცხვრის სრული ჩამოწველა ხდება და რადგან, როგორც ვიცით, ბოლო რძე უფრო მეტ ცხიმს შეიცავს, ასეთი მეთოდით მოწველილი რძისგან უფრო მაღალი ხარისხის ყველი მზადდება.

გუდის  (თუშური) ყველი

ცხვრის რძისგან ამზადებენ სხვადასხვა სახის ყველს, საქართველოში კი ძირითადად მზადდება გუდის ყველი, რომელსაც ცხვრის ჯიშიდან გამომდინარე თუშურსაც უწოდებენ.

იმის მიუხედავად, რომ ქართულ ბაზარზე გუდის ყველის მოთხოვნილება დიდი არ არის, ის ყოველთვის ძვირად ფასობს. ცხვრის მერძეულობას და წველას მეცხვარეობის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

გუდის ყველის დამზადებას აქვს თავის ტექნოლოგია, რომელიც ცალკე სამსჯელო საკითხია, ვინაიდან საქართველოს ბაზარზე ცხვრის რძისგან დამზადებულ ყველა სახის ყველს გუდის ყველის იარლიყით ასაღებენ. განსაკუთრებით ჯავახეთის მოსახლეობა. მათ მიერ დამზადებული ყველი გემოთი, არომატით და სუნით მკვეთრად განსხვავდება გუდის ყველისგან.

1კგ. გუდის ყველის მისაღებად საჭიროა სხვადასხვა ცხიმიანობის ცხვრის რძის რაოდენობა

რძეში ცხიმის შემცველობა (%) საჭირო რძის რაოდენობა (კგ.) ყველის მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა %
5,0 6,1 46,0
5,5 5,7 47,0
6,0 5,3 48,0
6,5 4,9 48,5
7,0 4,7 49,0
7,5 4,5 50,0
8,0 4,3 50,5

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“