ცოცხალი ღობე, როგორ მოვაწყოთ ის?
ცოცხალი ღობის მოსაწყობად მრავალნაირი ბუჩქი და ხე გამოდგება. მათი სახეობების არჩევანი თქვენს გემოვნებაზეა. უბრალოდ, გადაწყვეტილების მისაღებად გაითვალისწინეთ, რომ თუ ფოთლოვანი ცოცხალი ღობე გსურთ, მარადმწვანე სახეობას მთელი წლის განმავლობაში ეფექტი აქვს. თუმცა, ფოთოლ მცვენი სახეობები უფრო ამტანი და ყინვაგამძლეა.
თქვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი თუ ღობის სიმაღლეა, მაშინ მცენარის ზრდის მაქსიმალური პოტენციალი თქვენთვის სასურველი ღობის სიმაღლის პარამეტრებს უნდა შეესაბამებოდეს. დაბალი ღობისთვის თუ სწრაფად მზარდ სახეობას შეარჩევთ შედეგიც არ დააყოვნებს, თუმცა სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში ბევრჯერ მოგიწევთ ბუჩქების ფორმირება-შესწორება.
გახსოვდეთ, რაც უფრო მაღალია ცოცხალი ღობე, მით მეტი სამუშაო გექნებათ ბაღში.
ცოცხალი ღობის მოწყობა
ცოცხალი ღობე იმავე გზით ირგვება როგორც ხეები და ბუჩქები, იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ 60-90 სმ სიგანის თხრილს მოსაწყობი ღობის მთელ სიგრძეზე ღრმა დამუშავების მეთოდით. უფრო მეჩხერი მოკლე ცოცხალი ღობეებისთვის ზედაპირული დამუშავებაც საკმარისი იქნება:
♦ სულ მცირე 60 სმ სიგანის თხრილი გათხარეთ და ჩაუკეთეთ ნაკელი ან კომპოსტი.
♦ დაუმატეთ სასუქი მწარმოებლის მიერ რეკომენდებული დოზით.
♦ ორიენტირად გამოიყენეთ თოკი გაჭიმეთ თხრილის ცენტრიდან მთელ გაყოლებაზე. თუ ტერიტორია ქარიანია, ანდა განსაკუთრებით ხშირი ღობე გჭირდებათ, დარგეთ ორ რიგად.
♦ ხის ნაჭრით გადაზომეთ სათანადო სიგრძე თანაბარი ინტერვალებით. შეამოწმეთ, რომ შიშველ ფესვიანთა ფესვები კარგად იყოს გაშლილი. თუ კონტეინერულ მცენარეს რგავთ, ფესვები ოდნავ შეუხელეთ და ისე ჩარგეთ.
დატკეპნეთ მიწა და კარგად მორწყეთ. მშრალ ამინდში, პირველი სეზონის განმავლობაში ღობე რეგულარად მორწყეთ.
როგორ გავსხლათ ცოცხალი ღობე?
♦ თუ სასხლავ მაკრატელს იყენებთ, თანაბარი ზომის შენარჩუნების მიზნით ეცადეთ ბასრი პირი ღობეზე ბრტყლად გეჭიროთ და ქვემოდან ამოძრაოთ.
♦ ღობის ზედაპირის გასვლისას ბრტყელი სწორი ფორმის მისაღებად ორიენტირად გამოიყენეთ სარი და ბარი.
♦ ელექტროტრიმერები ბევრად სწრაფია და სამუშაოს გაცილებით მარტივად გაართმევთ თავს.
♦ ზოგიერთი წიწვოვანი მცენარე მეტ-ნაკლებად ნელამზარდია მცირეოდენი ოდნავ შესამჩნევი ყლორტები გამოაქვს. ასეთი ყლორტები შეკრიჭეთ სეკატორით.
ცოცხალ ღობედ გამოდგება: კოლხური ბზა, მარადმწვანე კვიდო, ტუია, კვიპაროსი, უთხოვარი და სხვა.
წყარო: sanerge.com