ცუდი მეზობლები _მცენარეები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ
ზოგიერთი მცენარის გამონაყოფი სპეციპიკურ დამთრგუნველ ზემოქმედებას ახდენს მხოლოდ ერთი -ორ რომელიმე სხვა სახეობაზე. მაგალითად, სალბი ვერ ძლებს ხახვის სიახლოვეს, თაგამი ვერ გუობს გონგოლას (ბარბარუკას) და ჩიტიწვივას მეზობლობას, აბზინდა ბარდასა და ცერცვზე, ასფურცელა -ფოთლოვან კომბოსტოზე, თათაბო კარტოფილზე.
მცენარეთა ზოგი სახეობა გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებსაც ძნელად იტანს სხვა სახეობათა უმრავლესობა. მაგალითად, კაკალი გამოყოფს ნივთიერება იუგლონს, რომელიც აფერხებს,
ბოსტნეულის უმრავლესობის, იელის, მაყვლის, იორდასალამის, ვაშლის ზრდას.
აბზინდას ახლო მეზობლობა ბოსტნეულის უმრავლესობისთვის არასასურველია.
ბოსტნეულ მცენარეთა შორისაც არიან ცუდი სამეზობლო, ანუ როგორც ამბობენ “ასოციალური” სახეობანი, რომლებიც ცუდად მოქმედებენ მრავალ კულტურულ მცენარეზე, ესაა დიდი კამა, იგი აზიანებს პამიდორს, კუტ ლობიოს, კვლიავს , მუხუდოს, ცერცვსა და ისპანახს.
მინდვრის კულტურების ზოგიერთი სარეველა მარტო წყალს და საკვებს კი არ აცლის, თავისი გამონაყოფით ჩაგრავს კიდეც მათ. ხორბალს ჩაგრავს ყაყაჩოსა და გვირილის ჭარბი რაოდენობა, რაფსს-გონგოლა და მინდვრის მდოგვი. ჭვავი კი პირიქით, თვითონ ამუხუჭებს სარეველების ზრდას. თუ ერთ ადგილას იგი ორ წელიწადს ზედიზედ დაითესა, ამ ყანაში ჭანგა გაქრება. ჭანგას გამონაყოფით განსაკუთრებით იჩაგრება სიმინდი.
წყარო: „ბიომეურნეობის საფუძვლები“
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“