დარგებიმეფუტკრეობაფერმერი ფერმერს

ცვილის ხარისხის შეფასების ხერხები

 ცვილის ხარისხს ამოწმებენ ორგანოლეპტიკური, ფიზიკური და ქიმიური მეთოდებით.
ორგანოლეპტიკური შეფასებისას მხედველობაში მიიღება სიმაგრე, სიმყიფე, გადანატეხის სტრუქტურა, გემო,სუნი და სხვა.

კერძოდ:

1) 200C -ს ქვემოთ ცვილი უნდა იყოს საკმაოდ მაგარი, იმსხვრეოდეს ჩაქუჩის დარტყმით;

2) გადანატეხს უნდა ჰქონდეს მქრქალი, კრისტალოვანი სტრუქტურა;

3) დაღეჭვის დროს კბილს არ უნდა ეკვროდეს, არ უნდა ჰქონდეს გარეშე გემო (მაგ., ნავთის);

 4) დანით დაჭრისას ბზინვარება არ უნდა ახასიათებდეს;

5) უნდა ჰქონდეს დამახასიათებელი სუნი (აქროლადი ეთერზეთებისაგან);

 6) ფერი უნდა მერყეობდეს თეთრიდან მუქ ყვითლამდე.

 ლაბორატორიული ანალიზების დროს განსაზღვრავენ შემდეგ მაჩვენებლებს:

1) რეფრაქციის კოეფიციენტს 750C ტემპერატურაზე.

ანალიზის ჩასატარებლად მოამზადეთ რეფრაქტომეტრი, შეაერთეთ იგი ულტრათერმოსტატთან ისე, რომ აქედან გამოსულმა გაცხელებულმა წყალმა ტუმბოს მეშვეობით გაიაროს რეფრაქტომეტრის შტუცერებში.

ტემპერატურა რეფრაქტომეტრზე დააყენეთ 750C (თერმომეტრის მიხედვით), დააწვეთეთ გამდნარი ცვილი რეფრაქტომეტრის ქვედა ფირფიტას სათანადო განათების შერჩევით, განსაზღვრეთ გარდატეხის მაჩვენებელი, რომელიც ხარისხიან პროდუქტში შეიძლება მერყეობდეს 1,4445-1,4473-ის ფარგლებში.

გარდა აღნიშნულისა, ცვილში განსაზღვრავენ შემდეგ ფიზიკურ მაჩვენებლებს:

ლღობის ტემპერატურა ულტრათერმოსტატში ჩაშვებულ დახურულ სინჯარაში, რომელშიც  მოთავსებულია ცვილის ნიმუში, უნდა მერყეობდეს 61-690C ფარგლებში;

 _ სიმკვრივეს, რომელიც ისაზღვრება ცვილის ნიმუშის აწონვით (ანალიზურ სასწორზე) და მოცულობის განსაზღვრით (200C ტემპერატურის წყალში დებენ ცვილის ნიმუშს, რომელშიც ჩარჭობილია ნემსი). მასის მაჩვენებელი იყოფა მოცულობაზე (გ/ სმ³), რაც უნდა შეადგენდეს 0,95-0,97გ/სმ³;

_ წყლის შემცველობას პროცენტულად 1000C ტემპერატურაზე (საშრობ კარადაში), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 0,5%-ს.

 ქიმიური მეთოდებიდან გამოიყენება:

_ მჟავური რიცხვი, რომელიც მიუთითებს ცვილში თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების რაოდენობას და რომელიც KOH-ის მიხედვით უნდა შეადგენდეს 16-24 მგ-ს;

 _ გასაპნვის რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს ცვილში თავისუფალი და შეკავშირებული ცხიმოვანი მჟავების საერთო რაოდენობას. იგი უნდა შეადგენდეს 87-104 მგ-ს;

 _ ეთერული რიცხვი, რომელიც ახასიათებს შეკავშირებული ცხიმოვანი მჟავების რაოდენობას 100გ. ცვილში და უნდა შეადგენდეს 7-16გ. იოდს.

აღნიშნული მაჩვენებლებით განისაზღვრება ცვილში დამაბინძურებელი ნივთიერებების – პარაფინისა და ცერეზინის – არსებობა, რომელიც დამოკიდებულია ანალიზის მეთოდების სიზუსტეზე. სტეარინის არსებობა ზრდის ცვილში მჟავური რიცხვის მეფუტკრეობა მაჩვენებელს.