უკრაინელ ფერმერებს სავარგულების ნაღმებისა და ფეთქებადსაშიში მასალებისგან გაწმენდაში სახელმწიფო ეხმარება
ომი დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს უკრაინის სოფლის მეურნეობას. ექსპერტების შეფასებით, ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 30% ნაღმებითა და ფეთქებადსაშიში მასალებით არის დაბინძურებული, რაც ფერმერებს მრავალმხრივ პრობლემებს უქმნის.
უკრაინის სახელმწიფოს კარგად ესმის ფერმერების სატკივარი და ამ დილემის გადასაჭრელად ქმედით პროგრამებს ახორციელებს, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევს, მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მიწები უფასოდ გაწმინდონ მომაკვდინებელი საფრთხისგან.
სურათი საგანგაშოა: ნაღმებისგან გასაწმენდია ათობით ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელიც კონკრეტულ ფერმერებს, საოჯახო მეურნეობებს და სოფლებს ეკუთვნის.
მარტო შარშან ფერმერთა დახმარების ცენტრმა 466 განაცხადი მიიღო, რაც 77 000 ჰექტარზე მეტ სავარგულს მოიცავს. თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, დასაწყისში ფერმერთა უმრავლესობას ჯერ არ იცოდა სახელმწიფო პროგრამის შესახებ.
განაცხადიდან გასანაღმ მიწის ფართობამდე მისვლის პროცესი, თუ კონკრეტულ მიწაზე უკვე ჩატარებულია პირველადი ტექნიკური ინსპექტირება (НТО), ჩვეულებრივ რამდენიმე კვირას ან თვეს გრძელდება.
(НТО) — ეს არის საწყისი კვლევა, რომელიც ადგენს, არის თუ არა მიწა დაბინძურებული.
ეს პროცესი მოიცავს:
• მოსახლეობის გამოკითხვას;
• დრონების მეშვეობით გადაღებულ ფოტოებს;
• დაბინძურების პირდაპირ და ირიბ ნიშნებს.
НТО-ს ჩატარება შესაძლებელია:
— ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, სოფლად ან ქალაქის საკრებულოში განცხადების შეტანით;
— პირადი სახსრებით, სერტიფიცირებული ოპერატორის დაქირავებით, რაც პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს.
სახელმწიფო პროგრამით სარგებლობისთვის ფერმერმა ერთ-ერთ სახელმწიფო ბანკში უნდა გახსნას სპეციალური ანგარიში. შემდეგ აუქციონზე შერჩეული ოპერატორი იწყებს მისი მიწის განაღმვას, სახელმწიფო კი მომსახურების ხარჯს ანაზღაურებს.
სამუშაოს დასრულების შემდეგ, ოპერატორი ფერმერს გაცემს დამადასტურებელ სერტიფიკატს ან გარანტიის წერილს, რის შემდეგაც მიწა ოფიციალურად უსაფრთხოდ და განაღმულად ითვლება.
2025 წლის მონაცემებით, 2371 განაცხადიდან 117 სწორედ НТО-ს უქონლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
უკრაინის სოფლებისთვის ეს მარტო უსაფრთხოების საკითხი არ არის, ეს ეკონომიკის აღდგენის და სოფლად ნორმალური ცხოვრების რიტმის დაბრუნების პროცესია.
რაც მალე გაასუფთავებენ ფერმერები მიწებს, მით მალე დაბრუნდება სრულყოფილი ცხოვრება უკრაინის სოფლებში.