უკრაინელი ფერმერები ნიადაგის გასამდიდრებლად იაპონურ ნანოტექნოლოგიას იყენებენ
უკრაინის ოდესის ოლქის სოფლის მეურნეობის საწარმო „სტოიანოვი ა.ა.“ ერთ-ერთი პირველია, ვინც ნიადაგის ჟანგბადით გამდიდრებისთვის იაპონური „ნანაბუშტუკების“ ტექნოლოგია დანერგა.
სულ ახლახან გაიმართა იაპონური დანადგარების პრეზენტაცია, რომლებიც სპეციალურად ნანობუშტუკების წარმოებისთვის შეიქმნა.
გამოცემა SEEDS აღნიშნავს, რომ ეს ტექნოლოგია სოფლის მეურნეობისთვის სრულიად ახალ პერსპექტივებს ქმნის: სითხეში გახსნილი უმცირესი ზომის ბუშტუკები მნიშვნელოვნად ზრდის მორწყვა-მოყვანის ეფექტიანობას, აუმჯობესებს მოსავლიანობას და ამცირებს მინერალური სასუქების მოხმარებას.
ამას გარდა, ამ ტექნოლოგიის გამოყენება ხელს უწყობს ქიმიური პრეპარატების რაოდენობის შემცირებას, რაც მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა აგროწარმოებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.
უკრაინისა და იაპონიის პარტნიორობის ფარგლებში, ქვეყანამ უკვე მიიღო სამი სპეციალური დანადგარი, რომლებიც კიევში, პოლტავაში და ოდესის სამხრეთ რეგიონში განთავსდება.
„ეს მხოლოდ ტექნოლოგიური წინსვლა არ არის – ეს არის რეალური მხარდაჭერა უკრაინელი ფერმერებისთვის ეკოლოგიის დაცვისა და სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის გაზრდის საქმეში“, – განაცხადა ოდესის ოლქის ფერმერმა და ადგილობრივი საკრებულოს წევრმა ალა სტოიანოვამ.
ნანობუშტუკებით გაჯერებული წყალი იძლევა შესაძლებლობას, მცენარის ფესვებს მიეწოდოს მეტი ჟანგბადი. ეს ტექნოლოგია ესადაბება მორწყვის სხვადასხვა სისტემას და მისი გამოყენება ერთმანეთისგან განასხვავებულ მრავალფეროვან კულტურებში შეიძლება
ალა სტოიანოვას განმარტებით: „იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) პარტნიორობა უკრაინელ ფერმერებს უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომასა და ექსპერტულ დახმარებას უზრუნველყოფს. ეს უმნიშვნელოვანესია როგორც წარმოების ეფექტიანობის, ისე მთლიანად აგროსექტორის მდგრადი განვითარებისათვის.
JICA-ს ჩართულობა ამ პროექტში ხაზს უსვამს საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას გლობალური გამოწვევების ფონზე. ნანობუშტუკების ტექნოლოგია კი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული საშუალებაა, რომელიც რეალურად აუმჯობესებს სოფლის მეურნეობის შედეგებს.“
წყარო: EastFruit