უკრაინის რეგიონებს კალიების მასობრივი გავრცელება ემუქრება
უკრაინის რამდენიმე რეგიონს კალიების მასობრივი გავრცელების საფრთხე ემუქრება — ამის შესახებ ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, დნეპროპეტროვსკის სახელმწიფო აგრარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის კათედრის გამგემ პროფესორმა რომან ნოვიცკიმ განაცხადა.
სპეციალისტის განმარტებით, კალიების რაოდენობის მკვეთრი ზრდის მიზეზი ერთდროულად რამდენიმე გარემოებამ განაპირობა. პირველ რიგში, კახოვკის წყალსაცავის განადგურებამ ბუნებრივ ეკოსისტემებში ბალანსი დაარღვია. ამას თან დაერთო ძლიერი სიცხე და გვალვა, რაც იდეალური გარემოა ბაირაღას გამრავლებისთვის. გარდა ამისა, ქარის ძლიერი ნაკადები მწერებს ასეულობით კილომეტრზე გადატანას უწყობს ხელს.
„მიუხედავად ამისა, პანიკის საფუძველი არ არის. ბუნებრივმა თვითრეგულაციის მექანიზმებმა, სავარაუდოდ, უკვე უახლოეს კვირებში უნდა გააქტიურდეს,“ — აცხადებს პროფესორი ნოვიცკი.
მისი თქმით, კალიებთან ქიმიური საშუალებებით ბრძოლა რეკომენდებული არ არის, რადგან მსგავსი პრეპარატები ანადგურებს არა მხოლოდ მავნებლებს, არამედ სასარგებლო მწერებს, ფრინველებსა და მცირე ზომის ცხოველებსაც.
„ეს მოვლენაც ბუნებრივია და დროებითია. ეკოსისტემა თავისით აღადგენს წონასწორობას,“ — ამბობს ბიოლოგი.