უნიკალური თვისებებით გამორჩეული კახური ღორი
კახური ღორი იმ 1000 ჯიშს შორის, რომელიც მსოფლიოშია გავრცელებული, ერადერთი წარმომადგენელია, რომელიც ევროპული გარეული ღორის კავკასიური პოპულაციის, სხვა ჯიშებთან შეჯვარების გარეშე, პირდაპირი მოშინაურების შედეგად არის მიღებული. ასეთი სხვა ჯიში არ არსებობს, თუმცა გარეულმა ღორმა ბევრ ჯიშზე იქონია გავლენა.
რა უპირატესობას აძლევს წარმოშობა ამ ჯიშს?
საქართველოში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე, მილიონ ჰექტარზე მეტი ნაყოფისმომცემი ტყეებია, სადაც ჭარბობს მუხა, წიფელი, წაბლი, თხილი, მაჟალო, კუნელი და ა.შ., რომელსაც კახური ღორი იყენებს, ვინაიდან მას თავისი გარეული წინაპრის ფასად აქვს ჯოგური ინსტიქტი, მისი მართვა ძალიან ადვილია ტყეში. ისინი ამ ჯოგური ინსტიქტის გამო ერთმანეთს არ სცილდებიან და მწყემსიც არ სჭირდება, დილით გარეკავენ ტყეში და საღამოს ბრუნდებიან უკან. სხვა ამას ვერცერთი ჯიში ვერ აკეთებს
2007 წელს ქვეყანაში გავრცელებული აფრიკული ცხელების ინფექციის შედეგად ქვეყანაში ღორების სხვა ჯიშებს შორის კახური ღორის პოპულაციაც შემცირდა, იმდენად რომ ერთი პერიოდი ჯიში თითქმის დაკარგულად ითვლებოდა.
ქართველი მკვლევარების ძალისხმევით, ცალკეული ინდივიდების მოძიების შედეგად, ჯიშის გადარჩენა შესაძლებელი გახდა.
თუ ღონისძიებები გატარდა ჯიშის გადასარჩენად, რა სამეურნეო მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნისთვის ამის შესახებ დღეს გადაცემაში „მედია ფერმერებისთვის“ მოგვითხრობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ბიოლოგიის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი როლანდ მიჩიტაშვილი.
გადაცემას უძღვება შოთა მაჭარაშვილი