დარგებიმემარცვლეობა

ურთხელი, უთხოვარი (Taxus baccata L.)

ურთხელი, უთხოვარი (Taxus baccata L.) ურთხლისებრთა ოჯახს (Taxaceae) მიეკუთვნება. სხვა წიწვოვნებისგან განსხვავებით, უთხოვარს არ აქვს გირჩები, მისი ნაყოფები „უთხოვრის კენკრის“ სახელით მოიხსენიება.

უთხოვარი 20-25 მ სიმაღლის ხეა, მერქანი მოწითალო-რუხი ფერის აქვს. წიწვები ბრტყელია, პრიალა, შიშველი, 4 სმ-მდე სიგრძის, 2,5 მმ-მდ სიგანის. ცალკეული თესლკვირტები ყლორტის ბოლოებშია მოთავსებული. თესლები მურა ფერისაა, მაგარი, ოვალური, თავში ოდნავ წაწვეტებული, რომელსაც მთლიანად ან ნაწილობრივ გარს ეკვრის ჯამისებრი ლილვაკი, რომელსაც არილუსი ეწოდება. არილუსი ჯერ მწვანე ფერისაა, თესლის მომწიფებასთან ერთად წითლდება და ხორციანდება. მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია, თუმცა უთხოვრის წითელი ხორციანი, ჟელეს მაგვარი ნაყოფსაფარი აბსოლუტურად უვნებელია და საკვებადაც ვარგისია.

600000000000000000000000000000000000000

უთხოვარი ხასიათდება მეტად ნელი ზრდით. მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 4000 წელია. ბუნებრივად იზრდება დაჩრდილულ ტენიან ადგილებში, ზღვის დონიდან დაწყებული 1500-1800 მ-მდე, უმთავრესად წიფლნარებში, ერთეული ხეების სახით. ზოგჯერ ქმნის დამოუკიდებელ კორომებს.

გავრცელებულია კავკასიაში, შუა ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე აზიაში.

მისი ლათინური სახელწოდება „Taxus“ მომდინარეობს ინგლისური სიტყვისაგან „Tax“ (გადასახადი). უძვირფასესი მერქნის გამო, ინგლისის პორტებში გემების მოძრაობის სანაცვლოდ, გადასახადს ფულის ნაცვლად ამ ხის მასალით იხდიდნენ. შემდგომ კი მისგან ინგლისი თავის სახელგანთქმულ გემებს აგებდა.

უთხოვარი 22222222222222222222

ლეგენდის თანახმად, XII საუკუნეში, თამარ მეფემ გლეხებს უთხოვარის ტყეების გაჩეხვა აუკრძალა. ამ ლეგენდას ვუმადლით და იმასაც, რომ საქართველო დღეს ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც უთხოვარის რელიქტური კორომებია შემორჩენილი.

ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ მაშინ ზრუნავდნენ საკუთარი ფლორის გაიშვითებული სახეობების დაცვა-შენარჩუნებაზე.

უთხოვარი საუკეთესო დეკორატიული მცენარეა ბაღ-პარკებისათვის. 

მისი მაგარი, მოწითალო მერქანი ძვირფასი მასალაა საავეჯო და სახარატო საქმეში. სინესტისადმი მდგრადი მერქანი საუკეთესოა წყალქვეშა ნაგებობების, საავეჯო და სახარატო საქმეში, სუვენირების, ჩუქურთმების და მუსიკალური ინსტრუმენტებისთვის. ფოთლები და ნორჩი ყლორტები შეიცავს ეთეროვან ზეთს და ცხოველებისათვის სასიკვდილო ალკალოიდს ტაქსინს. საყურადღებოა როგორც კარგი თაფლოვანი მცენარე.

მიუხედავად გავრცელების საკმაოდ ფართო არეალისა, ურთხელი გადაშენების ზღვარზე მდგომი მცენარეა. როგორც მოწყვლადი სახეობა შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.

#ბოტანიკური ბაღის მრავალფეროვანი ფლორა