დარგებივეტერინარიამეფუტკრეობა

ვაროას საწინააღმდეგოდ ​მჟაუნმჟავათი შეწამვლის სხვადასხვა მეთოდი

მჟაუნმჟავას 2-3 % წყალხსნარი (20-30 გრ ერთი ლიტრ წყალში), გამოიყენება იმავე დღეს. უმჯობესია წყალი იყოს გადადუღებული ან დისტილირებული.

 1.1. 10-12 მლ ხსნარი, პულვერიზატორით ესხურება თითო ჩარჩოზე. ბარტყის დროს 4-ჯერადი შესხურება, 3-4 დღის ინტერვალით. ეფექტიანობა 80-85%. 1.2. იგივე უბარტყო პერიოდში ორჯერადად – 98%. შეწამვლა შეიძლება ზამთარშიც 2-3 გრადუს ცელსიუსზეც. 1.3. მჟაუნმჟავას 2-3% წყალხსნარის ჩასხმა გახვრეტილ თავსახურიანი ბოთლით 3-4 დღის ინრეტვალით, ბარტყიანობის დროს 4-5 ჯერ, ხოლო უბარყობისას ორჯერადად. ეფექტურობა 60-70% 1.4. გაწეულ ჩარჩოებს შორის ჩასხურება პულვერიზატორით ბარტყის დროს 4-ჯერადად, უბარტყობისას _ ორჯერადად 3-4 დღის ინტერვალით, ეფექტიანობა 50-60%- მდე.

2 . მჟაუნმჟავას 3-4% შაქრიანი წყალხსნარის გამოყენება, 4-ჯერადად, 3-4 დღის ინტერვალით, ბარტყის დროს, უბარტყობისას 1-2 -ჯერადად

ერთი ლიტრი წყალხსნარის მისაღებად საჭიროა 600 გრ თბილი წყალი, 35- 40 გრ მჟაუნმჟავა და 600 გრ შაქარი, ვურევთ სრულ გახსნამდე.

მე ვიყენებ ასეთი დოზებით: 600 გრ წყალი, 36 გრ მჟაუნმჟავა, 400 გრ შაქარი.

1,5 მმ ნახვრეტიანი ბოთლით ვასხურებ 5 მლ ჩარჩოებს შორის. ბარტყის დროს 4-ჯერადი ჩასხმა 4-5 დღის ინტერვალით, ეფექტურობა 80-90%. ეს ხსნარი შეიძლება შევინახოთ მაცივარში და გამოვიყენოთ 7-10 დღის განმავლობაში.

3. მჟაუნმჟავას ორთქლის მიღება და გამოყენება ამაორთქლებლით. ამაორთქლებლის 200-220 სამუშაო ტემპერატურის მიღწევის შემდეგ 1-2 გრ მჟაუნმჟავას ვყირთ ამაორქლებლის თავსახურში, ამაორთქლებელს გადმოვაბრუნებთ და ამაორთქლებლის მილს ვათავსებთ სკის საფრენში 0,5-1 წუთამდე დროით. ბარტყიანობის დროს 4 -ჯერადი შეორთქლება, 3- 4 დღის ინტერვალით, ეფექტურობა 90-95%. უბარტყო პერიოდში საკმარისია 2-ჯერადი შებოლება 4-5 დღის ინტერვალით.

4. მჟაუნმჟავას და გლიცერინის ნარევის მომზადება-გამოყენება ემალირებულ ან უჟანგავი ფოლადის ქვაბში.

1 კგ. საკვები გლიცერინი გააცხელეთ 60-65 გრადუსამდე და ჩაყარეთ 600 გრ მჟაუნმჟავა, ნელ ცეცხლზე დამდგარს ურიეთ სრულ გახსნამდე (სანამ ხსნარი გამჭვირვალე გახდება). შეგრილების შემდეგ მომზადებულ ხსნარში ვდებთ 3 სმ სიგანის, 35-40 სმ სიგრძის და 2 მმ სისქის მუყაოს 60 ცალ ფირფიტას და ვაჩერებთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. აღნიშნული ფირფიტები,დაწრეტის შემდეგ, შუაზე მოკეცილი, ხურჯინივით გადაკიდეთ ზედა თამასაზე. 2-3 ცალი ფირფიტა ერთ სრულფასოვან ოჯახზე. 25-35 დღის განმავლობაში.

5. ზემოთ მოყვანილი რეცეპტი შემოვიდა სამი წლის წინათ ლათინური ამერიკიდან, სადაც მხოლოდ მჟაუნმჟავა და გლიცერინი იყო მითითებული.

რუსი, უკრაინელი და ქართველი მეფუტკრეების უმეტესობა სხვადასხვა დოზით წყლის დამატებას გვირჩევს.

მომყავს ვ. ა. გაიდარის რეცეპტი: 600 გრამი გლიცერინი (ნახევარი ლიტრი), 250 გრამი წყალი, 500 გრამი მჟაუნმჟავა, გლიცერინი და წყალი ისხმება უჟანგავი ფოლადის ან ემალირებულ ჭურჭელში, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და ვაცხელებთ 60 გრადუსამდე, ვაყრით მჟაუნმჟავას და ვურევთ სანამ ხსნარი გამჭვირვალე არ გახდება.

ვეცადოთ ხსნარის ტემპერატურა 65 გრადუსს არ გადავაცილოთ.

მიღებული თბილი ხსნარი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც მუყაოს, ასევე 4-ად გაჭრილი ვისკოზური მაგიდის საწმენდი გერმანული ტილოების გასაჟღენთად.

მიღებული ხსნარი საკმარისია 55-60 ტილოს გასაჟღენთად.

ტილოები რამოდენიმე საათით ცხაურზე უნდა დავდოთ, რათა დაიწრიტოს. არ უნდა წვეთავდეს.

7-10 ჩარჩოიან ოჯახს სჭეირდება ორი ნაჭერი, 4-6 ჩარჩოიანს _ ერთი.

მე ვისკოზური ტილოები მირჩევნია, რადგან ის მუყაოზე უფრო იოლი გამოსაყენებელია და პირდაპირ ეფარება ჩარჩოს ზედა თამასებზე ბუდის ცენტრში.

თეიმურაზ ღოღობერიძე,

საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი

 599 19 7 5 88