ვაშლისა და მსხლის ადგილობრივი, ძველი ქართული ჯიშების გამრავლების და პოპულარიზებისთვის
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საცდელ სადემონსტრაციო ნაკვეთზე „მარცვლეულის კიდობანი,“ ვაშლის 1070 ნახევრად ნაგალა საძირეზე დაიმყნო 24 ადგილობრივი ჯიში: აბილაური, მეფის ვაშლი, შაქარნაბადა, მზის სხივი, ერბო ვაშლი, რაკრაკა, ვარსკვლავა, თურაშაული, თათენა, ბანამა, მსუქანა, სუფრის სილამაზე, მამულო, სობა, ტკბილი ვაშლი, უდურა, ხვინწა, ჯორიცხვირა, ყარაფილა, მინაძირი, ლიმონის ვაშლი, ასპინძურა, შაქარნაბადა, ღრელი-ბელიფლორი.
კომშის 170 ნახევრად ნაგალა საძირეზე დაიმყნო მსხლის 16 ადგილობრივი ჯიში: გულაბი, წითელგვერდა, ნენე მსხალი, ლეღვა მსხალი-ინჟირა, თავრეჯული, ტკბილი მსხალი, ზამთრის გულაბი, ყაბარმუდი, ალექსანდროული, პატარძალა, საგვიანო, აჭარულა, მწვანე მსხალი, კომშა მსხალი, ჟანგირა, ზაფხულის გულაბი.
ახალციხეში ჩატარდა საველე – სასწავლო, პრაქტიკული ტრენინგი ხეხილოვანი კულტურების მყნობის საკითხებზე.
ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის, ახალციხის კოლეჯი „ოპიზარის“, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პედაგოგები, „ელკანას“ წევრი ფერმერები.
პროგრამა მიზანად ისახავდა ვაშლისა და მსხლის ადგილობრივი, ძველი ქართული ჯიშების პოპულარიზაცია, მყნობის ტექნოლოგიების გაცნობას და მისი პრაქტიკულად განხორციელებას.