ვაზის ფოთლის ანალიზის მეთოდი
ვაზის ფოთლის ანალიზის მეთოდი საშუალებას იძლევა განსაზღვროს და არეგულიროს ვაზის კვება სავეგეტაციო პერიოდში.
მცენარეთა ანალიზი მოიცავს: ვაზის მერქნისა და ფოთლის ანალიზს.
ა) ვაზის მერქნის ანალიზს ატარებენ სხვლის დროს, ზამთრის პერიოდში. ამ პერიოდში ხდება აჭრილი რქების საწყისი მუხლების მერქანში, ძირითადი საკვები ნივთიერებების – აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემცველობის განსაზღვრა. მაგრამ ეს მეთოდი ნაკლებად გამოიყენება პრაქტიკაში, მეცნიერულ კვლევებში კი მას დღემდე იყენებენ.
ბ) ფოთლის ანალიზის მეთოდი, საშუალებას იძლევა განსაზღვროს და არეგულიროს ვაზის ბუჩქის კვება ვეგეტაციის პერიოდში.
ფოთლის ანალიზისთვის იღებენ 1-2 ფოთოლს მსხმოიარე რქაზე. ფოთლები იკრიფება რამდენიმე ბუჩქის რქაზე, საანალიზო ფოთლები 20-30 -ს შეადგენს.
ფოთლებს აშრობენ და ლაბორატორიაში უტარებენ ანალიზს. ისაზღვრება N, P2O5 , K2O – პროცენტული შემცველობა მშრალ მასაში, საიდანაც განისაზღვრება:
1) კვების ინტენსივობა ცალკეული ელემენტისათვის და ყველა ელემენტისთვის.
ცდებით დადგენილია, რომ ვენახსი, სადაც მცენარე უზრუნველყოფილია საკვები ელემენტებით, ყოველი ელემენტისთვის აზოტის შემცველობა კლებულობს 3,2 %- დან, 1,75 %-მდე, კალიუმის – 3 % – დან 2 %- მდე, ფოსფორმჟავას შემცველობა ყოველთვის დაბალია 1- %-ზე დაბალია და მისი შემცველობა წლის განმავლობაში 0,6 % – დან -0,4- მდე მცირდება. ყველა ელემენტი (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი) ვეგეტაციის განმავლობაში 7 %- დან 4% – მდე მცირდება.
2) საკვები ელემენტის ბალანსი.
ყოველი ელემენტის შემცველობა გამოიხატება პროცენტებში ელემენტების საერთო შემცველობიდან. ვენახისთვის დადგენილია ძირითადი საკვები ელემენტების შემდეგიშეფარდება:N- 41 %; P2O5 – 8 % } 100 %; K2O – 51 % სავეგეტაციო პერიოდში ფოთლის ანალიზი კეთდება ოთხჯერ, რომელიც გადააქვთ გრაფიკზე. ოთხი წერტილის შეერთებით იღებენ ტეხილ ხაზს, რომელიც ასახავს წლის განმავლობაში ვაზის საკვებით უზრუნველყოფის მდგომარეობას.
წყარო: „მევენახეობა“: ვაჟა გოცირიძე, ანა გოდაბრელიძე