ველური კენკრა და ნაყოფი: ბუნების უფასო საჩუქარი
დღევანდელ ეპოქაში, როდესაც ჯანსაღი და ორგანული კვება ფუფუნებად იქცა, ხშირად გვავიწყდება, რომ ყველაზე მდიდარი ვიტამინური ბაზა ჩვენს ხელთაა.
სტატისტიკურად, ველური კენკრისა და ნაყოფის ნახევარზე მეტი ყოველწლიურად გამოუყენებლად იკარგება, მაშინ როდესაც ადგილობირვ თუ საერთაშორისო ბაზარზე მათზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება.
წინამდებარე მასალაში განვიხილავთ იმ ძირითად ველურ კულტურებს, რომლებიც საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული და რომელთა სწორ გამოყენებასაც შეუძლია მნიშვნელოვნად გაამდიდროს ჩვენი კვების რაციონი, გააუმჯობესოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ყოველ შემოდგომაზე ჩვენს ტყეებსა და მინდვრებში კენკრისა და ნაყოფის დიდი წილი გამოუყენებლად ცვივა მიწაზე.
ეს სწორედ ის ველური ნაყოფია, რომელსაც ჯანსაღი კვების მაღაზიებში საკმაოდ ძვირად ყიდიან, ადამიანთა უმეტესობა კი მათ ყოველდღე გვერდს ისე უვლის, რომ ვერც კი ამჩნევს.
გაფრთხილება! არასოდეს მიირთვათ ველური კენკრა, თუ არ ხართ რა კენკრაა ის, რადგან ზოგიერთი მათგანი ტოქსიკური ან სასიკვდილოდ საშიშია.
10 საკვებად ვარგისი ველური ნაყოფი
- ასკილი (Rosa canina): მისი ნაყოფისგან მზადდება ჟელე, სიროფი და სამკურნალო ჩაი. C ვიტამინის შემცველობით ის საგრძნობლად უსწრებს ციტრუსებს. გამოყენებამდე აუცილებელია თესლისა და წვრილი ბუსუსების მოცილება.
- კუნელი (Crataegus monogyna): ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მცენარეა. ოქტომბერ-ნოემბერში ნაყოფს ჟელესა და ჩაისთვის იყენებენ, ხოლო მაისში აყვავებულ ყვავილებს — სიროფის მოსამზადებლად.
- კვრინჩხი (Prunus spinosa): გამოიყენება ჯინის, ჟელესა და ღვინის დასამზადებლად. ნაყოფი უნდა მოიკრიფოს პირველი წაყინვების შემდეგ, როდესაც მისი მძაფრი სიმწკლარტე რბილდება. უმად ჭამა რეკომენდებული არ არის.
- ანწლი (Sambucus nigra): ივნისში მისი ყვავილებისგან გამაგრილებელ სასმელებსა და ნუგბარს ამზადებენ, ხოლო აგვისტო-სექტემბერში ნაყოფისგან — სიროფს, ღვინოსა და ჟელეს. გახსოვდეთ: ნაყოფი უმად ტოქსიკურია, ამიტომ თერმული დამუშავება აუცილებელია.
- მაჟალო (Malus sylvestris): ზედმეტად მჟავეა უმად საჭმელად, თუმცა საუკეთესოა ჟელესა და პექტინის მისაღებად. მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში.
- მაყვალი (Rubus fruticosus): ყველაზე ფართოდ გავრცელებული კენკრაა. გამოიყენება როგორც ნედლად, ისე მურაბებში, ნამცხვრებსა და დესერტებში. კრეფის სეზონი აგვისტოდან ოქტომბრამდე გრძელდება.
- შინდი (Cornus mas): აქვს მძაფრი, ალუბლისებრი არომატი. მისგან საუკეთესო ჟელე, მურაბა და წვენი მზადდება. მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. გამოირჩევა იმით, რომ თებერვალში, ფოთლების გამოსვლამდე, მკვეთრი ყვითელი ყვავილებით იფარება.
- მოცვი (Vaccinium myrtillus): ბრიტანეთის მთიანეთში გავრცელებული ეს პატარა, მუქი ლურჯი კენკრა ბევრად უფრო ინტენსიური არომატით გამოირჩევა, ვიდრე კულტივირებული ჯიშები. სეზონი: აგვისტო-სექტემბერი.
- ზღმარტლი (Mespilus germanica): საკვებად ვარგისია მხოლოდ „დარბილების“ (ე.წ. ბლეტინგის) შემდეგ. პირველი ყინვების შემდეგ რბილობი სრულად უნდა დარბილდეს, რომ ვაშლის კომპოტისებრი გემო მიიღოს. ძველად ძალიან პოპულარული იყო, დღეს კი მივიწყებულ კულტურად ითვლება.
- თუთა (Morus nigra): მიირთმევენ ნედლად, სიროფის ან გრანიტას სახით. მართალია, ყველაფერს ღებავს, რასაც ეხება, მაგრამ მისი გემო ამ „მსხვერპლს“ ნამდვილად იმსახურებს.
მნიშვნელოვანი რჩევა:
- არასოდეს დაკრიფოთ ველური კენკრის ნაყოფი გზის პირას, ქიმიურად დამუშავებულ ნიადაგებზე ან ინდუსტრიულ ზონებთან ახლოს;
- გაფრთხილდი, ზოგიერთ საკვებ კენკრას მომაკვდინებელი „ორეული“ ჰყავს (მაგალითად, ანწლი და ქონდარა ანწლი). თუ ეჭვი გეპარებათ, ნუ შეეხებით;
- რჩევა: არ მოჭრა ველური კენკრის ბუჩქი, იმის გარდა რომ ის ადამიანებისთვსი სასარგებლო პროდუქტია, ბევრი ფრინველისა და გარეული ცხოველის საკვები წყაროა, ამიტომ გაუფრთხილდი მათ და იმეგობრე ბუნებასთან.
ველური კენკროვნებისა და ნაყოფის შესწავლა ცხადყოფს, რომ ბუნებრივი ეკოსისტემები უზარმაზარ აგრო-რესურსს ფლობენ. ამ მცენარეების უმეტესობა (მაგალითად, ასკილი, შინდი, კუნელი) არა მხოლოდ კვებითი ღირებულებით, არამედ სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა, რაც მათ ფარმაკოლოგიისა და კვების ინდუსტრიისთვის სტრატეგიულ ნედლეულად აქცევს.
მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ველური ბუჩქნარების შენარჩუნება მხოლოდ ადამიანის ინტერესებში არ შედის; ისინი ბიომრავალფეროვნების საყრდენია, რომელიც უზრუნველყოფს ფრინველებისა და გარეული ცხოველების გადარჩენას. შესაბამისად, ამ რესურსის ათვისება უნდა მოხდეს მდგრადი მეურნეობის პრინციპების დაცვით: დავიკრიფოთ მხოლოდ იმდენი, რამდენიც გვჭირდება, და მაქსიმალურად მოვერიდოთ მცენარეთა დაზიანებას. ველური ბუნებისადმი ასეთი გააზრებული მიდგომა არის გზა ეკოლოგიური ბალანსისა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისკენ.

