ვენახში ნიადაგის დაკორდების სისტემის მნიშვნელობა
უკანასკნელ ათწლეულში შეიმჩნევა მევენახეობის ექსტენსიური წარმოების ტენდენცია, რაც იმაში გამოიხატება რომ არავინ ცდილობს მთლიანად გაასუფთაოს ვენახი სარეველებისგან, პირიქით, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა მიმართულია იმისკენ რომ შეიზღუდოს მათი ზრდა იმ ზომამდე, რომ მათ ხელი არ შეუშალონ ვაზის განვითარებას.
სარეველებისადმი დადებითი მიდგომა განპირობებულია არა მარტო მეურნეობის ექსტენსიური გაძღოლის ტენდენციით, არამედ იმ თვალსაჩინო უპირატესობებით, რაც სარეველებს გააჩნია ნიადაგის დაცვის საქმეში.
სარეველების დადებითი გავლენა ვენახში შიძლება იყოს:
_ ჰუმუსის დაგროვება;
_ ეროზიის თავიდან აცილება;
_ ქვენიადაგის სტრუქტურის აღდგენა;
_ დაჩრდილვის გამო ნიადაგის სირბილის შენარჩუნება.
უარყოფითი თვისებებია:
_ საკვები ელემენტების გამოტანა;
_ წყლის მარაგის შემცირება ნიადაგში;
_ მავნებელ-დაავადებათა გამრავლება.
უარყოფიტი თვისებები, რომლებიც სარეველებს გააჩნია, ზოგიერთ პირობებში შეიძლება დადებით თვისებად იქცეს. მაგალითად, ნალექიან ჭარტენიან რეგიონებში – ტენის აორთქლება, ვაზის ძლიერი ზრდის პირობებში – ზრდის შეფერხება და სხვა.
სარეველების როლის ერთმნიშვნელოვნად შეფასება შეუძლებელია. მას ამა თუ იმ ეკოლოგიურ პირობებში, შეუძლია დადებითი და უარყოფითი როლი შეასრულოს.. სარეველების გარკვეული დადებითი როლის გავლენა მოხდა მას შემდეგ , რაც მევენახეობაში დაინერგა მაღალშტამბიანი ფორმები, დიდი კვების არეები და მავნებელ-დაავადებათა მიმართ ეფექტური ბრძოლის ღონისძიებები.
წყარო: მევენახეობა: ვ. გოცირიძე, ა. გოდაბრელიძე
ჟურანლი „ახალი აგრარული საქართველო“