ვისთან ვაჭრობს აზერბაიჯანი ყველაზე მეტად და ვინ არიან ძირითადი სავაჭრო პარტნიორები
2025 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანის ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა კვლავ იტალია იყო. აღნიშნულ პერიოდში ორი ქვეყნის შორის სავაჭრო ბრუნვამ 6 მლრდ 241 მლნ 867,61 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთელი საგარეო ვაჭრობის 25,58%-ს შეესაბამება. მონაცემები აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ინფორმაციას ეყრდნობა.
2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იტალიასთან სავაჭრო ბრუნვა 27%-ით გაიზარდა.
მეორე ადგილზე თურქეთია – 2 მლრდ 902 მლნ 301,58 ათასი დოლარით, რაც მთლიანი ბრუნვის 11,89%-ია. თუმცა, წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 6,5%-ით არის შემცირებული.
მესამე პოზიცია რუსეთს უჭირავს, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვა 16,2%-ით გაიზარდა და 2 მლრდ 520 მლნ 214,27 ათას დოლარს მიაღწია (10,33%).
დანარჩენი ქვეყნების მონაცემები კი ასე გამოყურება:
-
ჩინეთი – 2 მლრდ 88 მლნ 982,71 ათასი დოლარი (ზრდა 27,6%)
-
გერმანია – 767 მლნ 243,19 ათასი დოლარი (ზრდა 9,2%)
-
დიდი ბრიტანეთი – 661 მლნ 210,46 ათასი დოლარი (ზრდა 2,3-ჯერ)
-
აშშ – 593 მლნ 703,37 ათასი დოლარი (ზრდა 36%)
-
ყაზახეთი – 500 მლნ 769,81 ათასი დოლარი (ზრდა 4,2-ჯერ)
-
ჩეხეთი – 484 მლნ 943,91 ათასი დოლარი (კლება 6,2%)
-
რუმინეთი – 413 მლნ 556,02 ათასი დოლარი (ზრდა 1,7-ჯერ)
საერთო ჯამში, აზერბაიჯანის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2025 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში 24 მლრდ 400 მლნ 310,29 ათას აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,1%-ით მეტია.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი 47 მლრდ 612 მლნ 100,86 ათას დოლარს შეადგენდა — რაც 2023 წელთან შედარებით 7%-ით ნაკლებია.
როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს საქართველო აზერბაიჯანის ძირითად სავაჭრო პარტნიორების ათეულში არ არის, ე.ი. რეზერვი არსებობს და ამ მიმართულებით მუშაობა გასააქტირუებელია.