აგროსიახლეები

ზემო ალაზნის მაგისტრალური არხი ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისგან იწმინდება

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურდღელაურის ტერიტორიაზე, შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის 3775 მეტრი სიგრძის  მონაკვეთის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს.  მაგისტრალური არხი იწმენდება ხე-ბუჩქნარისა და დაგროვილი დანალექი გრუნტისგან.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სარწყავი წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სოფლების – შალაურის, ქვემო ხოდაშენის, წინანდლის, ბუშეტის, ვანთის, აკურის, კახიფრის, ვაჩნაძიანის, კალაურისა და შაშიანის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე.

საერთო ჯამში, გაწმენდითი ღონისძიებები ხელს შეუწყობს  დაახლოებით 1000 ჰექტრამდე  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის ეფექტიან მორწყვას.

პროექტი, რომელსაც შპს „საქართველოს მელიორაცია“ საკუთარი ძალებით ახორციელებს, დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.