ზერბაიჯანული ვაშლი საერთაშორისო ბაზარზე — ექსპორტის ფასები და მოცულობა
2024 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში აზერბაიჯანმა ვაშლის ექსპორტიდან 34.3 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. ამ პერიოდში ქვეყნის საზღვრებს გარეთ სულ 53,036 ტონა ვაშლი გაიტანეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით გამოცემა FED.az-ი ავრცელებს.
2023 წლის იმავე პერიოდში აზერბაიჯანმა ექსპორტზე 54,187 ტონა ვაშლი გაიტანა, რომლის ღირებულებამ 34.4 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, 2024 წელს ექსპორტი _ 1,151 ტონით (ანუ 2.1%-ით), ხოლო შემოსავალი – 106,000 დოლარით (0.3%-ით) შემცირდა.
საინტერესოა, რომ შემცირების მიუხედავად, ექსპორტის საშუალო ფასი გაიზრდა.
შარშან იანვარ-სექტემბერში ერთი კილოგრამი ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 1 მანათი და 10 კაპიკი (დაახლოებით 0.65 აშშ დოლარი) იყო, რაც შარშანდლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2 ცენტით (1.9%-ით) მეტია.
ვაშლის წილმა ქვეყნის საერთო ექსპორტში 0.17% შეადგინა, ხოლო ნავთობის გამოკლებით, სხვა საექსპორტო პროდუქციის სტრუქტურაში – 1.39%.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი ბოსტნეულთან ერთად ხილის ექსპორტსაც ავითარებს, თუმცა მიმდინარე მონაცემები მიუთითებს კონკურენციის ზრდასა და საექსპორტო სტრატეგიის განახლების საჭიროებაზე.
წყარო: FED.az, სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი