აგროსიახლეები

ზეთისხილის მავნებლები

ჩვენში გავრცელებული ზეთისხილის მავნებლებიდან აღსანშნავია: ზეთისხილის ჩრჩილი, ცრუ ფარიანა და ფოთლის რწყილი. 
ზეთისხილის ჩრჩილის მატლები იკვებებიან ფოთლებით, კოკრებით, ყვავილებითა და ნაყოფის კურკის გულით.

ცრუფარიანა  ზეთისხილის ფოთლებს ძლიერ აზიანებს.

ზეთისხილს ასევე  სერიოზული პრობლემას უქმნის სოკოები.

ფოთლის სილაქავე, რასაც იწვევს პარაზიტი სოკო. დაავადება ჩნდება ფოთლის ზედაპირზე, შემდგომში ეს ლაქები იზრდება და ფოთლებს მთლიანად აზიანებს.

ტენიანი კლიმატი ხელს უწყობს  სოკოს გავრცელებას.

ზეთისხილს ასევე პრობლემას უქმნის ანტრაკნოზი, კიბო და სხვა დაავადებები, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებენ ნარგაობებს და ნაყოფს.

დღეს ამ დაავადებათ წინააღმდეგ ბრძოლის ბევრი ეფექტიანი ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებები არსებობს, რომელთა დროული და მიზანმიმართული გამოყენება ძალზე კარგ შედეგს იძლევა.

სწორი დიაგნოზის დასმაში და დაავადებათ წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალებების შერჩევაში გამოცდილი აგრონომები დაგეხმარებიან.

საქართველოს ნიადაგურ კლიმატური პირობები გვაძლევს იმის სრულ გარანტიას, რომ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მიკროზონებში ამ  ღვთაებრივი კულტურის წარმოებამ დიდ შედეგს მიაღწიოს.