დარგებიმეთევზეობა

ზღვის ღორი – Phocoena phocoena relicta

საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში გავრცელებული სამი სახეობის ვეშაპისნაირთაგან ერთ-ერთი სწორედ ზღვის ღორია – Phocoena phocoena relicta.
იგი ტანით ყველაზე პატარაა, სიგრძეში 1,5-2 მეტრია, ხოლო 45-65 კილოგრამამდე იწონის.

ზღვის ღორი კადჯფლკასჯდ

ისინი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მონადირეები არიან და საათში დაახლოებით 550 თევზის დაჭერა შეუძლიათ. აქედან გამომდინარე არასრულფასოვანი კვების მიმართ ზღვის ღორები განსაკუთრებით სენსიტიური ცხოველები არიან.

შავ ზღვაში გავრცელებული სხვა დელფინებივით ზღვის ღორებიც თავის ქალის აგებულებითა და სხეულის ზომებით განსხვავდებიან ამავე სახეობის სხვა პოპულაციებისგან.

ეს ცხოველები საქართველოს შავი ზღვის აკვატორიას ძირითადად გამოსაზამთრებლად იყენებენ, როდესაც ჩრდილოეთიდან ქაფშიის დიდი გუნდები სწორედ ამ ტერიტორიაზე იყრიან თავს, შედარებით რბილი კლიმატის გამო.

სწორედ ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი თუ რატომაა ჩვენი ქვეყნის აკვატორია მნიშვნელოვანი ჰაბიტატი აღნიშნული სახეობისთვის;

შავი ზღვის ღორი საქართველოს განახლებულ წითელ ნუსხაში შესულია – EN – საფრთხეში მყოფი სახეობის სტატუსით.

საქართველოს წითელი ნუსხის განახლების პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.

წყარო: Nature Conservation Georgia