აგრარული განათლებააგროსიახლეებიმედია ფერმერებისთვის TVრუბრიკები

ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ 2026 წლის  №01 (160) ნომერი ონლაინ ფორმატში უკვე ხელმისაწვდომია

ძვირფასო მკითხველომოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჟურნალის იანვრის ნომერი უკვე ხელმისაწვდომია ელექტრონულ ფორმატშიც. მათთვის, ვინც ვერ მოახერხა ბეჭდური ვერსიის შეძენა ან სურს პროფესიული რჩევები მუდამ ხელთ ჰქონდეს, ჩვენი ვებგვერდი სრულ ციფრულ ვერსიას გთავაზობთ.

მიუხედავად იმისა, რომ კალენდარულად თებერვალია, წლის პირველი ნომრის თემატიკა სწორედ ახლა ხდება განსაკუთრებით აქტუალური, როცა საველე სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი იწყება.

ნომერში წაიკითხავთ„სოფლის მეურნეობის ადგილი და როლი ქვეყნის განვითარებაში“, „ქვევრის ღვინის მეცნიერება და ტექნოლოგიები“, „გლეხური მარნიდან პრემიუმ რესტორნამდე“, „როგორ ებრძვიან მცენარეები ნიადაგის დატკეპნას“,  „მულჩის დამზადება შინამეურნეობაში“, „თვის ბოლოკი“, „რა აუცილებელ საუმშაო უნდა ჩაატაროს ფერმერმა თებერვალში“, „ჩვენი ტყის სიმდიდრე და სოფლის მეურნეობის ძვირფასი რესურსი“, „დანიური წითელი ჯიშის ძროხა საქართველოში“, „ფერთმერთა და ცხოველთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტური საშუალება“, „ესტონური საბეკონე ჯიშის ღორი“, „მესხური სუფრის კულტურა – ბუნების, შრომისა და გონივრული მეურნეობის სინთეზი“, „ბოსტნეული კულტურების მეთესლეობა“, და სხა.

თებერვალი გარდამტეხი თვეა აგრარულ სექტორში, ეს არის დრო, როცა ზამთრის თეორიული ცოდნა პრაქტიკულ მზაობაში უნდა გადაიზარდოს. ვიმედოვნებთ, 160-ე ნომერში წარმოდგენილი მასალები თქვენთვის საიმედო გზამკვლევი იქნება.

ჩვენი მიზანი უცვლელია, ვიყოთ თქვენი სანდო მეგზური იმ რთულ, მაგრამ საპატიო გზაზე, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ჯანსაღი პროდუქტის წარმოებისკენ მიდის.

გისურვებთ ბარაქიან წელს, სიმშვიდეს და სტაბილურ განვითარებას.

გვახსოვდეს, რომ ძლიერი აგრარული სექტორი ქვეყნის ძლიერი ეკონომიკის საფუძველია.

პატივისცემით, ჟურნალახალი აგრარული საქართველოსსარედაქციო ჯგუფი.