სიმინდის ჯიშები „ლომთაგორა“ _მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიური რუკა 1 ჰექტარზე 8-10 ტონა მარცვლის მისაღებად

სიმინდის მოვლა-მოყვანის ინტენსიურ ტექნოლოგიაში მოსავლიანობის გაზრდის  ღონისძიებათა შორის წინამორბედების სწორად შერჩევას ერთ-ერთი ძირითადი ადგილი უჭირავს. სიმინდისთვის სასურველი წინამორბედებია:
აღმოსავლეთ საქართველოში _ თავთავიანი კულტურების ნაწვერალი, მრავალწლიანი ბალახების კორდი და სანაწვერალო შუალედური კულტურები, ხოლო დასავლეთ საქართველოში _ სიმინდი, სოია, წინა წელს ნათესი შვრიისა და ერთწლიანი პარკოსნების ნარევი მწვანე საკვებად და თივად და მოზამთრე შუალედური კულტურები (რაფსი, ტურნეფსი).

ნიადაგი მუშავდება ზონისთვის რეკომენდებული წესით, ნიადაგის თვისებების, წინამორბედი კულტურების თავისებურების, ნაკვეთის დასარევლიანების და ეროზიისაგან ნიადაგის დაცვითი ღონისძიებების გათვალისწინებით.

აღმოსავლეთ საქართველოში, როგორც წესი, სიმინდი ითესება მზრალზე.

მზრალად ხვნა ბარში უნდა დამთავრდეს არა უგვიანეს 1 დეკემბრისა, ხოლო შემაღლებულ ზონაში _ 15  ნოემბრამდე.

თავთავიანი კულტურების ნაწვერალი, თუ მასზე სანაწვერალო კულტურების თესვა არ არის გათვალისწინებული, აიჩეჩება 6-8 სმ. სიღრმეზე ნამჯისაგან ნაკვეთის გათავისუფლებისთანავე და იხვნება მზრალად 22-25 სმ-ზე.

სანაწვერალო კულტურებისაგან გათავისუფლებული მინდორი უნდა მოიხნას მაშინვე სრულ სიღრმეზე.

შუალედური ნათესების ადრე გაზაფხულზე გათიბვისთანავე (არა უგვიანეს მაისის პირველი ნახევრისა), ნაკვეთი უნდა მოიხნას 14-16 სმ. სიღრმეზე.

თუ წინამორბედი მრავალწლიანი ბალახია, მაშინ მწვანე მასის გათიბვის შემდეგ (აგვისტოში) შეიტანება ტოტალური ჰერბიციდი „გლიფოსატი“ს შემცველი მოქმედი ნივთიერებით. ნიადაგი დამუშავდება მძიმედისკოებიანი ფარცხით და მოიხვნება წინმხვნელიანი გუთნით 25-27 სმ. სიღრმეზე.

სუსტი ბიცობიანი და დაწიდული ნიადაგები 3- წელიწადში ერთხელ ზაფხულში უნდა მოიხნას 35-40სმ–ზე, ხოლო მზრალად ხვნის პერიოდში გადაიხნას 18-20სმ. სიღრმეზე.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, შალაფით ძლიერ დასარევლიანებულ ნაკვეთებზე, ნაწვერალი უნდა აიჩეჩოს მინდორში შალაფის აღმონაცენის გამოჩენის შემდეგ საოში გუთნით 10-12 სმ. სიღრმეზე. აჩეჩვიდან ორი კვირის შემდეგ ტარდება კულტივაცია თათებიანი კულტივატორით, თანმიყოლებული ფარცხით, ხოლო 10-12 დღის შემდეგ მინდორი გადაიხვნება საოში გუთნით 15-17 სმ-ზე, პირველი დამუშავების გარდიგარდმო. მზრალად ხვნა ტარდება წინმხვნელიანი გუთნით 25-27 სმ. სიღრმეზე.

აღმოსავლეთ საქართველოს ბიცობიანი ნიადაგების გაუმჯობესების მიზნით (მარნეულის, სიღნაღის, გურჯაანის, გარდაბნის, საგარეჯოს რაიონები) 7-8 წელიწადში ერთხელ მზრალად ხვნის წინ ნიადაგში შეაქვთ 7-14 ტონა/ჰა გაცრილი გაჯი. შეტანის შემდეგ ხნული გადაიხვნება, გადახვნის წინ კი შეაქვთ 4-5 ცენტნერი სუპერფოსფატი. პირველ წელს ითესება იონჯა-მრავალსათიბი კოინდრის ნარევი. ორი წლის სარგებლობის შემდეგ კორდი მოიხვნება საშემოდგომო ხორბლისათვის, ხოლო შემდგომ წლებში კულტურების მორიგეობა ხდება თესლბრუნვების მიხედვით.

დასავლეთ საქართველოში სიმინდის ნიადაგი (ნასიმინდარი და ნასოიარი) უნდა მოიხნას:

იმერეთის დაბლობზე და კოლხეთის დაბლობის შემაღლებულ ნაწილში შემოდგომით, ზამთრის პირას ანზამთარში;

კოლხეთის დაბლობ ნაწილში (სამტრედიის ქვემოთ) ზამთრის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე მინდორში გასვლის პირველივე შესაძლებლობისთანავე. ამავე დროს იხვნება დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ეწერი და ეროზიასაშიში ნიადაგები;

ზემო იმერეთის ბარის ალუვიური ნიადაგები დეკემბრის დამდეგიდან, როგორც კი ამინდი ამის საშუალება სმოგვცემს;

ფერდობებზე, სადაც ნიადაგის ჩამორეცხვის საშიშროებაა, ადრე გაზაფხულზე, მინდორში გასვლის პირველივე შესაძლებლობისთანავე;

საშემოდგომო შუალედური კულტურებისაგან გათავისუფლებული ნაკვეთები (შვრიანარევი ბარდა, რაფსი, ტურნეფსი და სხვა) მოსავლის აღებისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს მაისის პირველი დეკადისა. შუალედური კულტურების აღება ხდება მწვანე საკვებად დროულად, რათა არ დაგვიანდეს მომდევნო, ძირითადი საგაზაფხულო კულტურებისათვის ნიადაგის მომზადება და მისი თესვა. შუალედური კულ-ტურებისაგან გათავისუფლებული ნიადაგი იხვნება 14-16 სმ. სიღრმეზე.

ალუვიური ნიადაგები უნდა მოიხნას 22-25 სმ. სიღრმეზე, ხოლო ეწერი და მცირე სიღრმის ნიადაგები —ჰუმუსოვანი ფენის მთელ სიღრმეზე უწინმხვნელო გუთნით 18-20 სმ. სიღრმეზე, სახნავი ფენის დაღრმავებით.

მზრალად და ზამთარში მოხნულ ნაკვეთებზე თუ გაზაფხულზე ხნული დამჯდარი აღმოჩნდა, ტარდებააოშვა ფრთებშეხსნილი საოში გუთნით 14-16 სმ. სიღრმეზე თანმიყოლებული დაფარცხვით.

გაზაფხულზე ხნული მუშავდება დისკოებიანი ფარცხით, ხოლო თესვის წინ დისკოებიანი ან კბილებიანიმძიმე ფარცხით.

შუალედური კულტურებისაგან გათავისუფლებულ ნაკვეთზე ხვნასთან ერთად ტარდება ფარცხვა, ხოლოთუ ხნული ბელტიანია, იგი უნდა დამუშავდეს განმეორებით დისკოებიანი იარაღით, თანმიყოლებული ფარცხით.

დასავლეთ საქართველოს ბარში შალაფით ძლიერ დასარევლიანებული ნაკვეთები უნდა მოიხნას სიმინდის აღებისთანავე 20-22 სმ. სიღრმეზე. ხნული მუშავდება დისკოებიანი იარაღით, თანმიყოლებული ფარცხით, არაუგვიანეს ოქტომბრის მეორე ნახევრისა და ითესება შუალედური კულტურა (შვრიანარევი ცულისპირა, ბარდა და სხვა) მწვანე საკვებად.

წვანე მასის გათიბვისთანავე (მაისის მეორე ნახევარი) ნაკვეთი უნდა მოიხნას სრულ სიღრმეზე, ხნული დამუშავდეს დისკოებიანი იარაღით და დაითესოს სოიანარევი სიმინდი, როგორც მთლიანსათესი კულტურა. სასილოსედ ან მწვანე საკვებად სოიანარევი სიმინდის გათიბვისთანავე ნიადაგი იხვნება 16-18 სმ. სიღრმეზე ზაფხულის ცხელ დღეებში შალაფის ფესურების გამოშრობის და მოსპობის მიზნით.

ეწერი ნიადაგების გასაუმჯობესებლად, 8-10 წელიწადში ერთხელ, ზაფხულში ან შემოდგომაზე ღრმად (32-35 სმ) მოხნულ ნიადაგში ან, გაზაფხულზე შეაქვთ კირშემცველი სასუქები: კირქვა 4-8 ტ/ჰა, დეფიკაციური ტალახი -8-10 ტ/ჰა, ან დოლომიტის ფქვილი 3-4 ტ/ჰა-ზე. კირშემცველ სასუქთან ერთად შეაქვთ სრულიმინერალური სასუქები.

სასუქების შეტანისთანავე ნიადაგი გადაიხვნება 12-15 სმ. სიღრმეზე თანმიყოლებული ფარცხით.

აღმოსავლეთ საქართველოში, ნიადაგში ტენის შენარჩუნების, ზედაპირის მოსწორების და სარეველების აღმონაცენის მოსპობის მიზნით მზრალი უნდა დაიფარცხოს.
სარეველების აღმოცენებისთანავე ტარდება კულტივაცია თათებიანი კულტივატორით 8-10 სმ. სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით, ხოლო თესვამდე 3-4 დღით ადრე, თესვისწინა კულტივაცია 6-8 სმ. სიღრმეზე ფარცხვით.

ნიადაგის დამუშავება ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის ზონებში 

ქარისმიერი ეროზიის ზონებში (საგარეჯოს, გურჯაანის, თეთრიწყაროს, მარნეულის, მცხეთის რაიო-ნები) თავთავიანი კულტურების მოსავლის აღებისთანავე ნაწვერალი უნდა აიჩეჩოს საოში ან ბრტყლადმჭრელი კულტივატორით 8-10 სმ. სიღრმეზე, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ზედაპირზე ნაწვერალის შენარჩუნება. ნაკვეთის ფესურიანი სარეველებით დასარევლიანების შემთხვევაში აჩეჩვა ტარდება უფრო ღრმად (10-12 სმ). აჩეჩილი მინდორი მუშავდება 22-25 სმ. სიღრმეზე ბრტყლადმჭრელი კულტივატორით (კპგ-250). ადრე გაზაფხულზე ტენის დახურვის მიზნით მზრალი უნდა დაიფარცხოს ბიგ-3 ფარცხით, ხოლო მზრალის თესვისწინა დამუშავება ჩატარდეს კულტივატორ ბრტყლადმჭრელით (კპე-3,8). ფერდობებზე წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგოდ ხვნა, ნიადაგის თესვისწინა დამუშავება, თესვა დანათესის მოვლის ღონისძიებები ტარდება ფერდობის დახრილობის განივად.

3-4 გრადუსიანი დახრილობის ფერდობებზე   განივად ხვნის გარდა ჩამონადენი   წყლის შეკავების   უნარისგადიდებისათვის 2-3 წელიწადში ერთხელ ტარდება ღრმად ხვნა 30-32 სმ. სიღრმეზე.   მცირე სიღრმის ნიადაგებზე   ეს ღონისძიება ტარდება ქვედა,   ნაკლებნაყოფიერი ფენის გაფხვიერებით გუთანზე   დაყენებული    დამაღრმავებელის საშუალებით.
4-6 გრადუსიანი დახრილობის ფერდობებზე ტარდება ხნულის დაბაძოება, რაც ხორციელდება გუთნის ერთ–ერთ განაპირა ტანზე გაკეთებული გადიდებული ფრთით.

7-8 გრადუსიანი დახრილობის ფერდობებზე კარგ შედეგს იძლევა კულტურათა ზოლურად თესვა. პირ-ველ ზოლში ითესება მრავალწლიანი ბალახები, მეორეში — თავთავიანი კულტურები, მესამეში — სათოხნი კულტურები. მრავალწლიანი ბალახები ითესება 2-3 წლის სარგებლობით, ხოლო თავთავიანი და სათოხნი კულტურები ურთიერთმონაცვლეობენ. 7-8 გრადუსიან დახრილობის ფერდობებზე ზოლის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 25-30 მეტრს, ხოლო 10-15 გრადუსიანზე 15-20 მეტრს. ზოლების სიგანე სასოფლო-სამეურნეო მანქანების მოდების განის ჯერადი უნდა იყოს.

ნიადაგის განოყიერება

სიმინდის გასანოყიერებლად გამოიყენება ორგანული (ნაკელი) და მინერალური სასუქები. ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით ჰექტარზე შეაქვთ 20-30 ტონა ნაკელი სამ წელიწადში ერთხელ. ნაკელის შეტანის შემთხვევაში მინერალური სასუქების დოზები უნდა შემცირდეს ნაკელში საკვები ელემენტების შემცველობის მიხედვით.

მინერალური სასუქების დოზები კონკრეტული პირობებისათვის განისაზღვრება ნიადაგში არსებული შესათვისებელი საკვები ელემენტების და მოსავლით ნიადაგიდან გამოტანილი საკვები ნივთიერებების რაოდენობის მიხედვით. სიმინდისათვის მინერალური სასუქების სავარაუდო დოზებია:

აღმოსავლეთ საქართველოში ნ180-200 ჵ80-120 კ45; (ლაგოდეხის ზონაში გასათვალისწინებელია კალიუმის ნაკლებობა, რომელიც უნდა დაბალანსდეს ნიადაგის ანალიზის გათვალისწინებით.)

დასავლეთ საქართველოსთვის N180-200 P60-90 K180-200;

პირობითად მიღებულია: (ერთი) 1 ტონა მარცვლის მისაღებად ნიადაგი უნდა შევავსოთ შემდეგი მაკროელემენტებით, ფორმულით N20 P2ჴ5 8-12 K20 20 2:1:2. ფოსფორკალიუმიანი სასუქები, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ნიადაგში   შეაქვთ ხვნის წინ.    

აღმოსავლეთ საქართველოში აზოტიანი სასუქების დოზის 1/3 გამოიყენება თესვის დროს, 2/3 გამოკვებაში,  ხოლო  დასავლეთ საქართველოში დოზის ნახევარი   შედის პირველი კულტივაციის, ხოლო მეორე   ნახევარი   მეორე კულტივაციის დროს.

თესლის მომზადება დასათესად და თესვა

უნდა დაითესოს მხოლოდ დარაიონებული ჯიშები და ჰიბრიდები. თესლი ჯიშური სიწმინდით უნდა იყოს პირველი კატეგორიის, ხოლო თესვითი ღირსებით პირველი კლასის, რაც უნდა დასტურდებოდეს აპრობაციის აქტითა და შესაბამისი სახელმწიფო სერთიფიკატით.

სიმინდის თესვა იწყება მაშინ, როცა ნიადაგი თესლის ჩათესვის სიღრმეზე 10-120ჩ-მდე გათბება.

თესვის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო ვადები ზუსტდება ცალკეული მიკროზონისათვის.

თესვა იწყება სამხრეთ ფერდობებზე, შემდეგ ითესება ვაკე ადგილებში და ბოლოს ჩრდილოეთ ფერდობებზე. დაბლობ და ვაკე ადგილებში ჯერ ითესება მსუბუქი მექანიკური შედგენილობისა და ხირხატ ნიადაგებზე, შემდეგ კი მძიმე მექანიკური შედგენილობის თიხა და მძიმე თიხნარი.

თესვის ნორმა ისაზღვრება ჯიშების და ჰიბრიდებისათვის დადგენილი ოპტიმალური სიხშირის მიხედვით.

სიმინდი ითესება 70 სმ. მწკრივთშორისებით პუნქტირული სათესით, მაგრამ უკანასკნელ წლებში, ნათესში გარე ეფექტის გაზრდისა და მწკრივთშორისების დამუშავების გაადვილების მიზნით, ზოგიერთ ფერმერულ მეურნეობაში სამარცვლე სიმინდი 70 სმ. მწკრივთშორისების ნაცვლად ითესება 75 სმ. მწკრივთშორისებით.

თესლის ჩათესვის სიღრმე იცვლება ნიადაგის მექანიკური შედგენილობისა და ტენიანობის გათვალის-წინებით. ტენიან და მძიმე თიხნარ ნიადაგებზე სიმინდი ითესება 4-6 სმ. სიღრმეზე, ტენით უზრუნველყოფილ მსუბუქ ნიადაგებზე 6-7 სმ-ზე, ხოლო მშრალგვალვიან ზონაში 7-8 სმზე.

ძლიერი ქარების ზონაში მწკრივები განლაგებული უნდა იყოს ქარების მოქმედების მიმართულებით, ხოლო ფერდობებზე დახრილობის განივად.

ნათესის მოვლა

ნათესის მოვლითი ღონისძიების ადრე დაწყების და მცენარეების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მით უფრო, თუ ნიადაგი თესვის დროს თესლის ჩათესვის სიღრმეზე მშრალია, ნათესი დათესვისთა-ნავე უნდა მოიტკეპნოს ნაჭდევებიანი საგორავით.

ნიადაგის ზედაპირზე ქერქის წარმოქმნის შემთხვევაში, ნათესი სიმინდის 3-4 ფოთლის ფაზაში უნდა დაიფარცხოს. ამ დროს დაფარცხვა აუმჯობესებს ნიადაგში აერაციას, სპობს ახლადაღმოცენებულ და აღმოცენების პროცესში მყოფ სარეველებს, ხელს უწყობს ნიადაგში ტენის შენარჩუნებას. დაფარცხვა ტარდება დღის ცხელ პერიოდში, როცა სიმინდის მცენარეები ნაკლებად მტვრევადი ხდება.

დაფარცხვა დაუშვებელია ნიადაგის ჭარბტენიანობისას, ასევე არ იფარცხება ლობიოშერეული სიმინდისნათესი.  ფარცხვა ტარდება მსუბუქი ფარცხით, ნათესის განივად.
ნათესის პირველადი კულტივაცია ტარდება სიმინდის მცენარის 3-5 ფოთლის ფაზაში 8-10 სმ. სიმაღლეზე.

სიმინდის აღმონაცენი მიწის მიყრისაგან რომ დავიცვათ, კულტივატორის ყველა სექციას ნაპირებზეუკეთდება ცალმხრივი თათები, ხოლო შუაში ისრისებრი.

მეორე კულტივაცია უნდა ჩატარდეს პირველი კულტივაციიდან 10-12 დღის შემდეგ იმავე სიღრმეზე.

სარწყავ პირობებში მეორე კულტივაცია უნდა შეიცვალოს მწკრივთშორისების დაბაძოებით, რაც აადვილებს მორწყვას.

ამ სამუშაოს უნდა დავუკავშიროთ გამოკვება აზოტიანი სასუქით.

ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ სიმინდის მცენარის 3-5 ფოთლის ფაზაში გამოიყენება 2,4-„დ ამინის  მარილი“ 1,2-1,5 ლ/ჰა-ზე.

ჯვაროსანთა ოჯახის წარმომადგენელი სარეველები (ბოლოკა, შალგი და სხვა) უფრო მგრძნობიარეა ამ ჰერბიციდის მიმართ, ამიტომ მათ წინააღმდეგ დოზა უნდა შემცირდეს, ხოლო მრავალწლიანი სარეველების (ხვართქლა, თეთრი ნარი და სხვა) წინააღმდეგ დოზა უნდა გაიზარდოს.

ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ, სიმინდის თესვამდე ან თესვის შემდეგ აღმოცენებამდე გამოიყენება ნიადაგის ჰერბიციდები: დუალ გოლდი 1,6-2,1 ლ/ჰა ან პრიმექტრა გოლდი 3-4 ლ/ჰა ნიადაგში სასწრაფოდ ჩაკეთებით.

ფესურიანი და ფესვითნაყარი სარეველების (შალაფა, ჭანგა და სხვა) წინააღმდეგ სიმინდის საადრეო   წინამორბედების მოსავლის აღებისთანავე ნაწვერალი უნდა აიჩეჩოს 8-10 სმ. სიღრმეზე და სარეველების 15-20 სმ. სიმაღლის ფაზაში (აგვისტო) შესხურდეს რომელიმე ერთ-ერთი მთლიან მოქმედი ჰერბიციდი: 

კლინი, ნოკდაუნი  _ 3-4 ლ/ჰა, ურაგანი 4-6 ლ/ჰა; ურაგან ფორტე 3-4 ლ/ჰა-ზე.  აღნიშნული ჰერბიციდები ნიადაგის მზრალად მოხვნამდე სპობს არა მარტო მიწისზედა ორგანოებს, არამედ  ფესურებსაც.

სიმინდის ნათესში, მცენარის 3- ფოთლის ფაზაში, ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანი დაფართოფოთლიანი სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება შემდეგი სისტემური ჰერბიციდები:

მოქმედი ნივთიერებით ნიკოსულფურონი, მეზოტრიონი, რიმოსულფურონი ან სხვა (მაგ: ელუმისი 1,2-1,5 ლ/ჰა, ნიკოფურონი —1-1,5ლ/ჰა; პილოტი 60გრ/ჰა; 
ნიკოში _ 1-1,5ლ/ჰა; სტელარი 1-1,5ლ/ჰა; მაისი — 50გრ./ და, ანსხვა). 

ზოგიერთი აღნიშნული ერბიციდი დამატებით საჭიროებს ბრტყელფოთლიანი სარეველების საწინააღმდეგოდ მოქმედი ჰერბიციდის დამატებას. შესხურების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში ნიადაგის დამუშავება დაუშვებელია.

ჰერბიციდები უნდა გაიხსნას 200-300 ლიტრ წყალში და შესხურდეს მზიან, წყნარ ამინდში.

აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ მიწებზე, თუ თესვის დროს ნიადაგი გამომშრალია და საკმარისი ტენიარ არის აღმოცენებისათვის, დათესვისთანავე  დაუყოვნებლივ უნდა მოირწყას.

სიმინდის სავეგეტაციო მორწყვა ტარდება ამინდის პირობებისა და მცენარის განვითარების ფაზების მიხედვით. აღმოსავლეთ საქართველოს ბარის სარწყავ მიწებზე სიმინდი 3-4 მორწყვას საჭიროებს:

ერთი მორწყვა, როგორც წესი ტარდება ქუჩუჩოს ამოღების დაწყებამდე, უკანასკნელი მორწყვა — მარცვლის რძისებრ სიმწიფის ფაზაში.მორწყვა ტარდება გაჟონვის წესით, ყველა მწკრივთშორისებში წყლის მიშვებით. მწკრივთშორის წინასწარ გაკეთებული კვლები საშუალებას იძლევა სარწყავად გამოყენებული იქნეს მილაკსიფონები, რომელიც თითოეულ კვალს აწვდის ზუსტად გათვალისწინებულ წყლის რაოდენობას, ან თანამედროვე საირიგაციო საშუალებებით, დაწვიმების ან სხვა მეთოდით.

დასავლეთ საქართველოში გვალვიან წლებში სიმინდისათვის საჭიროა ერთი ან ორი მორწყვა. ორი მორწყვის შემთხვევაში პირველი ტარდება ქუჩუჩოს ამოღებამდე ერთი კვირით ადრე, ხოლო მეორე მარცვლის გავსების ფაზაში.

ნათესის რწყვის რეჟიმი ზონების და ქვეზონების მიხედვით უნდა დაზუსტდეს ყველა კონკრეტული   პირობებისთვის.

მოსავლის აღება

სამარცვლე სიმინდს იღებენ სრული სიმწიფის ფაზაში. მოსავლის აღება უნდა დავიწყოთ იმ ნაკვეთებიდან, სადაც საშემოდგომო თავთავიანი კულტურების თესვაა გათვალისწინებული.

მოსავლის მარცვლად აღების შემთხვევაში მარცვალი უნდა გაშრეს სპეციალურ საშრობში აღნიშნული რეკომენდაციები მოამზადეს „აგრო სამეცნიერო ჯგუფ ლომთაგორას“ მეცნიერ-მუშაკებმა და დაფუძნებულია მათ მეცნიერულ და ემპირიულ კვლევებზე.

კახა ლაშხი,ს/მ მეცნიერებათა დოქტორი,
ზურაბ ჯინჯიხაძე,ს/მ მეცნიერებათა დოქტორი,
ზაურ ჯულუხიძე, ს/მ მეცნიერებათა დოქტორი,
ირაკლი რეხვიაშვილი, ს/მ მეცნიერებათა დოქტორი,
ლუკა ლაშხი, აგრარული უნივერსიტეტის ბაკალავრი.

,,ლომთაგორა” _ ქართული უხვმოსავლიანი სიმინდის თესლი

ქართულისიმინდის თესლი ლომთაგორა“  (ყვითელი  და თეთრი მარცვალი) _  ენერგეტიკულიკულტურა, შეიცავს პროვიტამინA-ს, რომელიც  აუცილებელიამოზარდიცხოველისადაფრინველისზრდა-განვითარებისთვისკვერცხდებისათვის და ა.შ. ასევე შეიცავს:  ცილებსცხიმებსნახშირწყლებსფრუქტოზასგლუკოზასსახამებელსნაცრისელემენტსუჯრედანას.

სიმინდითკვებისას  ცხოველის და ფრინველისცილებისმოცულობაიზრდება 9-10%-ით;სახალმებლის _ 65-72%, ცხიმების _ 4%-ითმატულობსნახშირწყლებისდონე:

  • ლომთაგორა 1 (ფაო 627)
    • სამხაზოვანი ჰიბრიდი, სამარცვლე,
    • სიმაღლე _ 230-240 სმ.
    • სიხშირე _ 60-65 ათასი ძირი ჰექტარზე (მოსავლის აღების დროს).
    • ვეგეტაცია _ საშუალო-საგვიანო _ 124-126 დღე;
    • მაღალპროდუქტიული _ ოპტიმალურ აგროტექნიკურ პირობებში იძლევა 8-10 ტონა მარცვალს ჰა-ზე.
    • რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი ზონებისა და დასავლეთ საქართველოს რაიონებისთვის ზღვის დონიდან 700-750 მეტრამდე.


     

    ლომთაგორა 2 (ფაო 757)

    • ჯიშხაზოვანი ჰიბრიდი, სამარცვლე-სასილოსე;
    • მარცვალი _ სასურსათე, მოწითალო-ყვითელი შეფერილობის;
    • სიმაღლე _ 265-280 სმ.
    • სიხშირე 45-50 ათასი ძირი/ჰა, (აღების დროს)
    • სავეგეტაცო პერიოდი _ 124-126 დღე;
    • მაღალ პროდუქტიული, ოპტიმალურ აგროტექნიკურ პირობებში ჰექტარზე იძლევა 6-7 ტონა მარცვალს, ან 60-70 ტონა _ სასილოსე მასას.
    • კარგად არის შეგუებული სუბტროპიკულ და ტენიან პირობებს, გამძლეა სოკოვანი დაავადებების _ ჰელმინთოსპორიუმ ტურსიკუმის, ფუზარიოზის და ბუშტოვანი გუდაფშუტის მიმართ.

    ლომთაგორა 3 (ფაო 727)

    • ჯიშხაზოვანი ჰიბრიდი, სამარცვლე,
    • სიმაღლე _ 265-272 სმ.
    • სიხშირე _ 55-60 ათასი ძირი/ჰა;
    • ვეგეტაცია _ 130-132 დღე;
    • მაღალ პროდუქტიული _ ოპტიმალურ აგროტექნიკურ პირობებში იძლევა 5-7 ტონა მარცვალს ჰა.
    • გამძლეა დაავადებებისა და მავნებლების (ფუზარიოზი, ფარვანა) მიმართ.
    • რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი ზონებისთვის.

    ლომთაგორა 4 (თეთრი, სასურსათე)

    • ჯიშხაზოვანი ჰიბრიდი, თეთრი;
    • სასურსათე, შესაძლებელია სასილოსედ და საფურაჟედ გამოყენებაც;
    • მცენარის სიმაღლე 368 სმ.
    • მოსავლიანობა: 8-12 ტ/ჰა მარცვალი
    • მარცვლის მოსავლიანობით 35-45%-ით აჭარბებს „აჯამეთის თეთრს”.
    • სიხშირე 50-55 ათასი ძირი ჰექტარზე მოსავლის აღების პერიოდში;
    • ვარგისია მექნიზებული წესით მოვლა-მოყვანისა და აღებისთვის;
    • სავეგეტაციო პერიოდი _ 130-135 დღე;
    • ღერო და ფესვთა სისტემა გამძლეა ჩაწოლისადმი.
    • მცენარე არ ავადდება ფუზარიოზით.
    • რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს დაბლობი ზონის და აღმოსავლეთ საქართველოს იმ სარწყავი რეგიონებისთვის სადაც ჰაერის ტემპერატურათა ჯამი არის 3900-4500.


    ლომთაგორა 5 (სამხაზოვანი ჰიბრიდი, თეთრი)

    • შესაძლებელია სასურსათედ გამოყენება;
    • მცენარის სიმაღლე 303 სმ.;
    • მარცვლის მოსავლიანობით 36-38% აჭარბებს „აჯამეთის თეთრს”;
    • სიხშირე 45-50 ათასი ძირი ჰექტარზე;
    • ვარგისია მექნიზებული წესით მოვლამოყვანისა და აღებისთვის;
    • სავეგეტაციო პერიოდი _ 137 დღე;
    • ღერო და ფესვთა სისტემა გამძლეა ჩაწოლისადმი;
    • მცენარე არ ავადდება ჰელმითოსპორიუმ ტურსიკუმით;
    • ტარო და მარცვალი არ ავადდება ფუზარიუმით.
    • რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს დაბლობი ზონის და აღმოსავლეთ საქართველოს იმ სარწყავი რეგიონებისთვის სადაც ჰაერის ტემპერატურათა ჯამი არის 3900-4500.

 დაგვიკავშირდით: 596 585 585

www. lomtagora,com