ალოე -Aloe

 

ალოეს გვარშიდაახლოებით 200-მდე სახეობაა გაერთიანებული. უმეტესობა მათგანი წარმოშობით მადაგასკარიდან, არაბეთის ნახევარკუნძულებიდან და აფრიკიდანაა. ყველა მცენარე ბალახოვანი ან გახევებულფოთლიანი სუკულენტებია (სიმშრალესთან რთგვარი შეგუებულობაა, რათა ფოთოლში დაიგროვოს ტენი), ხორცოვანი ფოთლები შეკრებილია ფესვის როზეტად. ზოგიერთის ფოთლები ხორკლიანი, მჩხვლეტავი, ან კაუჭებისმსგავსი თავებით ბოლოვდება.

მარტიდან სექტემბრანდე პერიოდში სახეობის შესაბამისად შუაში ეზრდებათ გახევებული საყვავილე ღერო, რომელსაც ბოლოში უვითარდებათ მილისებური, ან ფუნჯისებურად შეკრებილი ზარისებური ყვავილები.

გამოყვანა

 ალოეს გამოსაყვანად საუკეთესოა მზით კარგად განათებული, ქარისგან დაცული, განიავებული ადგილი. რეგულარული მორწყვისას არ დაუსველდეს ფოთლის უბეები. აპრილიდან სექტემბრამდე თვეში ერთხელ თხევადი კომპლექსური სასუქით. ყოველ გაზაფხულზე გადარგეთ ახალ დიდი ზომის კონტეინერში იგივე სიღრმეზე, გამოიყენეთმიწა შემდეგი გაზავებით 1\3 წილი ქვიშა. შემოდგომასა და ზამთარში შეამცირეთ მორწყვა. შესაძლებელია ნიადაგის დროებიი გამოშრობა.

გამრავლება

თესლით გამრავლების შემთხვევაში რეკომენდირებულია დაითესოს ქვიშიან კარგად დრენირებულ გრუნტში თებერვლიდან აპრილამდე. ზრდისთვის საუკეთესო ტემპერეატურაა 210. ნათესი ყუთი მოათავსეთ ნახევარჩრდილში და შეუნარჩუნეთ ტენიანობა. გამრავლება შეიძლება ყლორტებით, რომლებიც დედა მცენარეს გამოეზრდება. მათ აცლიან დედა მც-ეს გვიან გაზაფხულზე და რგავენ ქვიშნარ გრუნტში. დაფესვიანდება თუ არა, შესაძლებელიამოვლა ზრდასრული მც-ის მიხედვით.

საფრთხეები და უსაფრთხოების ზომები

თუ გრუნტი ძალიან ტენიანია და ტემპერატურა ეცემა 10°C ქვემოთ, მაშინ ფესვები ლპობას იწყებს. ამ შემთხვევაში მცენარე თბილ და განათებულ ადგილას უნდა გადავიტანოთ. ალოეზე შეიძლება დააზიანოს წითელმა ტკიპამ, რომლის საწინააღმდეგოდ გამოიყენება სუკულენტური მცეებისთვის აკარაციდული პრეპარატი.

პრეპარატით დამუშავებისა მცენარე მოათავსეთ კარგად განიავებულ ადგილას.

სახეობები

Aloe arborescens – ღერო მაღალი და გახევებული აქვს, ფოთლები კიდედაკბილული. ყვავის მაის-ივნისში ღია წითელი ფერის. Aloe aristata – ივითარებს დიდ სფეროსებრ მუქი მწვანე ფოთლებისგან (ძლიერ მჩხვლეტავი ბოლოებით, დაფარული მოთეთრო ზოლებით) შექმნილ როზეტს. 30სმ საყვავილე ღეროზე უვითარდება მაის-ივნისში წითელ-ფორთოხლისფერი ყვავილები. Aloe berbadensis – კარგად არის ცნობილი სასარგებლო თვისებებით, ხორცოვანი, მწვანე, მკვრივი წვეტიანი მჩხვლეტავი ბოლოებით. Aloe variegate – ე. წ. ვეფხვისებრი ალოე, მუქი მწვანე, სამსიბრტყიანი 30სმ სიგრძის ფოთლებით თეთრი და მწვანე ზოლები განლაგებულია მჭიდრო სპირალივით. ყვავის მარტ-აპრილში ალისფერი და წითელი ყვავილებით.

თეა ელერდაშვილი,

ბიოლოგი–ეკოლოგი