აგროსიახლეებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

აშშ-ის სოფლის მეურნეობამ შარშან უფრო მეტი ადამიანი „შეიწირა“, ვიდრე ტრანსპორტმა მთლიანად

მოსაზრება, რომ სოფლის მეურნეობა საქმიანობის უსაფრთხო სფეროს მიეკუთვნება, რბილად რომ ვთქვათ, რეალობას არ შეესატვისება. სტატისტიკა სხვა რამეს ამბობს, პირიქით, იგი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო საქმიანობა ყოფილა.

კაილ ლამერსონი 33 წლისაა, ის თინეიჯერი იყო, როცა მარცხენა ხელი საკვების დასამზადებელ ავტომატურ აგრეგატში ჩაჰყვა და ამ მდგომარეობაში 20 წუთი დაჰყო, ვიდრე მამამ არ უშველა, მაგრამ ექიმების დახმარების მიუხედავად, ხელის ამპუტაცია მაინც გახდა საჭირო.

„ყოველთვის გახსოვდეთ იმ ხიფათის შესახებ, რაც ფერმერის შრომას ახლავს თან“! _  კაილი აფრთხილებს ფერმერებს და თავის მწარე გამოცდილებაზე მოუთხრობს.

ნებრასკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორმა ანრონ იოდერმა სხვა პორფესორებთან ერთად, გამოყოფილი გრანტით უნდა შეიმუშაოს და განაახლოს უსაფრთხოების ნორმების ონლაინ ცნობარი, რომელიც ყველასთვის, პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისთვის, ფერმერებისთვის თუ სხვა დაინტერესებული პირებისთვის იოლად ხელმისაწვდომი იყოს.

პროექტით გათვალისწინებულია 14-15 წლის მოზარდებისთვის შრომის უსაფრთხოების ნორმების სავალდებულო გაცნობა, რადგან იმ ფერმაში მომუშავე მოზარდებისთვის, რომელიც მათ მშობლებს არ ეკუთვნით, სავალდებულო იქნება ტრაქტორის ან სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ქონა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ისინი ფერმებში ტექნიკაზე მუშაობას და ანაზღაურების მიღებას. 14 წლამდე ბავშვებს საერთოდ ეკრძალებათ გარკვეული კატეგორიის სამუშაოს შესრულება, მაგალითად მძიმე ტექნიკასთან ან ბუღებთან ურთიერთობა.

აშშ-ის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, 2016 წელს კატეგორია _ „სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობები, თევზჭერა და ნადირობა“ ერთ დასაქმებულზე გადაანგარიშებით ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩეოდა.

ამ ჯგუფმა მე-2 ადგილზე და მესამე ადგილზე მდგომ ტრანსპორტის და მშენებლობის დარგებს ერთ დასაქმებულზე სიკვდილიანობით ბევრად გაუსწრო

„ფერმერობა სახიფათო საქმიანობაა და ამაზე კითხვები არ არსებობს“ _ აცხადებს ჩაკ შვაბი, აიოვას შტატის ფერმერული მეურნეობების შრომის უსაფრთხოების დაცვის სპეციალისტი. მუშა-ფერმერები, როგორც წესი, ხშირად მარტონი შრომობენ, სადაც დროული დახმარება ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის.

ცნობილია ისიც, რომ აგროსექტორში უსაფრთხოება ისე მკაცრად არ რეგულირდება როგორც სხვა პროფესიების შემთხვევაშია, არადა ფერმერებს უაღრესად მძიმე სამუშაოების შესრულება უწევთ, მათ შორის რთული ტექნიკის მართვა, დიდი ცხოველების მოვლა, რაც არცთუ იშვიათად ტრამვით და ფატალური შედეგით მთავრდება _ ამბობს პროფესორი ანრონ იოდერი.

წყარო: fremonttribune.com