„დოპიო პასო“ _ ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი

დოპიო პასო არის ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი. რაში მდგომარეობს დოპიო პასოს უნიკალურობა და რით გამოირჩევა ეს მეთოდი ამარონესგან, ამაზე ამ ბლოგში მოგიყვებით.

ტალია გამორჩეულია მეღვინეობა-მევენახეობის საუკუნოვანი ტრადიციებით. აქ, ამ არაჩვეულებრივ ევროპულ ქვეყანაში ღვინის მწარმოებელთა მრავალი სახელგანთქმული დინასტია არსებობს, რომლებისთვისაც ვენახის ქონა, ღვინის დაყენება და შემდეგ მიღებული პროდუქციის რეალიზაცია მრავალი თაობის საოჯახო ტრადიციაა.

თუმცა, იტალია მხოლოდ ამით არ გახლავთ გამორჩეული. აქ მისდევენ ასევე ღვინის წარმოების უნიკალურ მეთოდებს, რასაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში და რასაც სამწუხაროდ სუსტად იცნობს ქართული საზოგადოება, გამომდინარე იქიდან, რომ ათწლეულების მანძილზე ღვინის მწარმოებელ ბევრ ევროპულ ქვეყანასთან არავითარი შეხება არ გვქონია, რადგან საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილს წარმოადგენდა, რაც, მოგეხსენებათ, გარესამყაროსგან სრულ იზოლაციას ნიშნავდა.

ამ მეთოდთა რიცხვს განეკუთვნება მაგალითად ამარონე – ჰაერზე ყურძნის მტევნების გამოშრობა, რასაც აპასიმენტოსაც უწოდებენ და მეორად დადუღება, რასაც “Miracollo dell’Amarone” ჰქვია.

თუმცა, ჩვენ ახლა მთავარი თემიდან ხომ არ გადავუხვიეთ? ამარონეზე ვსაუბრობდით თუ დოპიო პასოზე?

საქმე იმაშია, რომ ღვინის დაყენების ამ ორ მეთოდს თვისობრივად ბევრი საერთო აქვს ერთმანეთთან და შეუძლებელია, დოპიო პასოზე ისე ვისაუბროთ, რომ იქვე ამარონეც არ ვახსენოთ და პირიქით.

ამარონესთან დოპიო პასოს ის აკავშირებს, რომ ორივე ამ მეთოდის გამოყენებით მძიმე, ხოლის არომატების მქონე, შაქრით და ტანინებით მდიდარი ღვინოები მიიღება, რაც პირველ შემთხვევაში მიიღწევა აპასიმენტოს მეშვეობით, რაც, როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, ჰაერზე ყურძნის მტევნების გამოშრობას ნიშნავს, რის შემდეგაც თითოეულმა მტევანმა სითხე უნდა დაკარგოს, რათა არომატების და შაქრის ოდენობამ და ფერის სიმკვეთრემ მოიმატოს მარცვალში.

დოპიო პასოს შემთხვევაში ზემოაღნიშნული ეფექტი ორმაგდება.

ვნახოთ, რა იგულისხმება ამ გაორმაგებაში:

რთველი ტარდება ორჯერ. პირველ ჯერზე, დოპიო პასოსთვის განკუთვნილი მოსავლის ნაწილი სარდაფში ხვდება ჩვეულებრივ დროს.

ამასობაში მოსავლის მეორე ნაწილი არ არის დაკრეფილი და აგროვებს შაქარს, მინერალებს და იმ სასარგებლო ნივთიერებებს, რითაც გვიანეული მოსავალი ზოგადად ხასიათდება. შემდეგ მეორე მოსავალი ემატება პირველს და მათი ვინიფიცირება ხდება ერთობლივად.

ეს მეთოდი რაღაცით რიპასოსაც მოგვაგონებს: ყურძნის კანი, რაც ამარონეს დამზადების შემდეგ რჩება, რიპასოს დროს ჩვეულებრივი მეთოდით დაწურულ ყურძენს ემატება. ამ შემთხვევაშიც ღვინოში შაქრის, მინერალების და ალკოჰოლის კონცენტრაციაზე ხდება პირდაპირი ზემოქმედება ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა გზით.

ამარონესა და დოპიო პასოს შორის სხვა განსხვავებებიც არსებობს: დოპიო პასო მზადდება მხოლოდ ყურძნის ჯიშისგან, რომელსაც პრიმიტივო ეწოდება, ხოლო ამარონე – კორვინასგან.

წყარო: allwine.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *