კენკროვანთა დაცვა სიცხისგან დაბურული ბადის მეშვეობით

სიცხისგან მცენარეთა დასაცავად შეიძლება გამოვიყენოთ სპრინკლერები, მაგრამ ჰაერის ტენიანობის გაზრდის შემთხვევაში სოკოვანი ინფექციების გაზრდის რისკი იზრდება.

კენკრის ჰოლანდიელი მწარმოებელი აარტ ვანი დიდხანს ვერ დაივიწყებს 2018 წლის ცხელ ზაფხულს, როცა ტემპერატურის მომატების გამო მოსავლის 50% დაკარგა, თუმცა მისმა მეზობელმა ნაკლებად იზარალა, რადგან ინტენსიურად იყენებდა დაბურულ დამცავ ბადეებს. ამ სეზონზე აარტ ვაანმაც გამოიყენა დაბურული ბადეები და ამიტომ დასავლეთ ევროპაში წლევანდელი დამდგარი სიცხიანი დღეები მას აღარ აშინებს.

რათქმაუნდა, შარშანდელი ზაფხული ექსტრემალური იყო, მაგრამ ანალოგიური სიურპრიზებთან შეგუებას ფერმერი აღარ აპირებს. რასაკვირველია, მცენარის სიცხისგან დასაცავად შეიძლება გამოვიყენოთ სპრინკლერები, მაგრამ ჰაერის ტენიანობის მომატების შემთხვევაში იზრდება სოკოვან დაავადებათა გაზრდის რისკი. აარტის აზრით დაბურული ბადეები წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ სპრინკლერების ნაცვლად. ეს არის წვრილად ნაქსოვი ბადე, რომელიც იოლად ატარებს წვიმას, მაგრამ მნიშვნელოვნად აფერხებს დამაზიანებელი ტემპერატურის ზემოქმედებას მცენარეზე. მზის მწველი სხივებისგან კენკრის 100% დაცვა შეუძლებელია, თუმცა ამ ბადეების გამოყენების დროს ზიანი 10%-ს არასდროს აჭარბებს.

წლეულს აარტი 100 ტონა მაყვლის მოსავალს ელოდება. თუ მოსავლის 25% დაუზიანდება, ეს ფერმერისთვის კატასტროფა იქნება, რადგან მისი წარმოება ზარალიანი იქნება, ამიტომ ამის დაშვება თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით, შეუძლებელია.

შარშან ახლადგაშენებული პლანტაციაში ისე ბევრი იყო სიცხით დაზიანებული კენკრის ნაყოფი, რომ მოსავლის აღებას აზრი დაეკარგა.

სიცხისგან და მწერებისგან დამცავი ცისფერი და თეთრი ბადეები მარტო მცენარეების დასაცავად კი არ არის სასარგებლო, არამედ პლანტაციაში მომუშავე ადამიანებისთვისაც, ვინც უვლის და იღებს მოსავალს. დამცავი ბადეები ისევე წარმატებით იცავს პლანტაციას სეტყვისგან, როგორც მზის მწველი სხივებისგან.

გასულ წლებში ფერმერმა საკმაოდ დიდი თანხები დახარჯა მეურნეობის გასაფართოებლად. როგორც აარტი ფიქრობს იგი დახარჯულ თანხებს მალე ამოიღებს და სულ მცირე 5 წელიწადი მისი პლანტაციები სიცხის, სეტყვის და აბეზარი მწერებისგან დაცული იქნება.

EastFruit