ხეხილის მეწლეობა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები

მსხმო­ი­არ­ობ­ის პირ­ველ წლებ­ში ხე­ხი­ლის მო­სავ­ლი­ან­ო­ბა აღ­მავ­ლო­ბას გა­ნიც­დის და პე­რი­ოდ­ულ­ო­ბა არ შე­ინ­იშ­ნე­ბა. ეს გრძელ­დე­ბა სრულ­მსხმო­ი­არ­ობ­ის ფა­ზა­ში შეს­ვლამ­დე. შემ­დგომ ზრდის ენ­ერ­გია სუს­ტდე­ბა, სა­ნა­ყო­ფე კვირ­ტე­ბის ზრდის ინ­ტენ­სი­ვო­ბა კლე­ბუ­ლობს ან პე­რი­ოდ­უ­ლი ხდე­ბა. ას­ეთ წელ­გა­მოშ­ვე­ბით მო­სავ­ლი­ან­ობ­ას, მეწ­ლე­ო­ბა ეწ­ოდ­ე­ბა.

მეწ­ლე­ობ­ით, პირ­ველ რიგ­ში თესლოვნები გა­მო­ირ­ჩე­ვი ან, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ვაშ­ლი და მსხა­ლი. იმ­ის მი­ხედ­ვით, თუ რო­გო­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა აქვს, გა­ნას­ხა­ვე­ბენ: რე­გუ­ლა­­რულ, ნახ­ტო­მი­სებრ და ქრო­ნი­კულ მეწ­ლე­ობ­ას.

რე­გუ­ლა­რუ­ლია მეწ­ლე­ო­ბა, რო­დე­საც ხე ერთ წელს ის­ხამს, ხო­ლო შემ­დეგ წელს ძლი­ერ მცი­რეს ან სულ არ მსხ­მოიარობს. ნახ­ტო­მი­სე­ბუ­რია, რო­დე­საც ხე­ხი­ლი რამ­დე­ნი­მე წელს მი­ყო­ლე­ბით ის­ხამს, შემ­დეგ კი ერთ ან ორ წელს არ მსხმოია­რობს. ქრო­ნი­კუ­ლი ეწ­ოდ­ე­ბა მეწ­ლე­ობ­ას, რო­დე­საც ხე­ხი­ლი რამ­დე­ნი­მე წე­ლი ზე­დი­ზედ მი­ყო­ლე­ბით არ მსხ­მო­ი­არ­ობს, შემ­დეგ კი ერ­თი ან ორი წე­ლი იწ­ყებს მსხმო­ი­არ­ობ­ას. უფ­რო ხში­რია, რო­ცა მსხა­ლი ან ვაშ­ლი წელ­გა­მოშ­ვე­ბით მსხმო­ი­არ­ობ­ენ. ზოგ­ჯერ ხის ერ­თი ნა­წი­ლი ერთ წელს მსხმო­ი­არ­ობს, ხო­ლო მე­ო­რე მომ­დევ­ნო წელს.

მეწ­ლე­ობ­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი მრა­ვალ­გვა­რია, მათ პი­რო­ბითად აერ­თიანე­ბენ ში­ნა­გან და გა­რე­გან ფაქ­ტორ­თა სხვა­დას­ხვა ჯგუფ­ში. მათ შო­რის ძი­რი­თა­დია: ბი­ოლ­ოგ­ი­უ­რი ჯი­შუ­რი, ფი­ზი­ოლ­ოგ­ი­ურ-ბი­ოქ­იმ­ი­უ­რი, კლი­მა­ტუ­რი და აგ­რო­ტექ­ნი­კუ­რი. დად­გე­ნი­ლია, რომ სა­უკ­ეთ­ე­სო პი­რო­ბებ­ში მყო­ფი ხე­ხი­ლი თით­ქმის ყო­ველ­წლი­ურ­ად მსხმო­ი­არ­ობს.

მეწ­ლე­ობ­ა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბულ გავ­ლე­ნას ახ­დენს ხე­ხი­ლის ის­ე­თი ბი­ოლ­ოგ­ი­უ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა, რო­გო­რი­ცაა ყვა­ვი­ლო­ბის ჭარ­ბი რა­ოდ­ენ­ობ­ით ჩა­სახ­ვის თვი­სე­ბა. ამ დროს ხე ვერ ახ­ერ­ხებს ერ­თდროუ­ლად ნა­ყო­ფის, გაზრდას, გა­მოკ­­ვე­ბას და მო­მა­ვა­ლი წლის სა­ნა­ყო­ფე კვირ­ტე­ბის ჩა­სახ­ვას, რაც განაპ­ირ­ობ­ებს მეწ­ლე­ობ­ას.

ზო­მი­ე­რი ყვა­ვი­ლო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რი მსხმო­ი­არ­ობ­ის ერთ-ერ­თი აუც­ილ­ებ­ე­ლი პი­რო­ბაა. კვე­ბის რე­ჟი­მის მო­წეს­რი­გე­ბა არ­ის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი ყო­ველ­წლი­უ­რი მო­სავ­ლი­ან­ობ­ი­სა. პირ­ველ რიგ­ში, აზ­ოტ­ი­ა­ნი სა­სუ­ქე­ბის გო­ნუვ­რუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს აზ­ოტ­ის მთე­ლი დო­ზის შე­ტა­ნას და­ნას­კვე­ბის შემ­დეგ. ას­ე­ვე მი­მარ­თა­ვენ ყვა­ვი­ლე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბას, აწ­არ­მო­ებ­ენ სპე­ცი­ალ­ურ-მა­თეს­ტი­ზი­რე­ბე­ლი ხსნა­რე­ბის შეს­ხუ­რე­ბას.

მა­გა­ლი­თად, კურ­კოვ­ნე­ბი:ატ­ა­მი, გარ­გა­რი, ალ­უბ­ა­ლი და სხვა, მეწ­ლე­ობ­ის­აკ­ენ მიდ­რე­კი­ლე­ბას ნაკ­ლე­ბად ამ­ჟღავ­ნე­ბენ. ის­ი­ნი საყ­ვა­ვი­ლე კვირ­ტებს ერ­თწლი­ან ყლორ­ტებ­ზე ივ­ით­არ­ებ­ენ.

მეწ­ლე­ო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ზე. მაგ. კურ­კოვ­ნე­ბი ად­რე გა­ზაფ­ხულ­ზე ყვა­ვი­ლო­ბენ, მა­შინ რო­დე­საც ხში­რად ტემ­პე­რა­ტუ­რა ორ გრა­დუ­სამ­დე ეც­ე­მა. ასე რომ, კლი­მა­ტური პი­რო­ბე­ბიც გავ­ლე­ნას ახ­დენს მეწ­ლე­ობ­აზ­ე.

მეწ­ლე­ობ­ას სა­ბო­ლოო ჯამ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ნა­პი­რო­ბებს აგ­რო­ღო­ნის­ძი­ებ­ა­თა სის­ტე­მის ხა­სი­ა­თი და მა­თი ჩა­ტა­რე­ბის დო­ნე. ამ­დე­ნად, ხე­ხი­ლის ბა­ღის ყო­ველ­წლი­უ­რი მსხმო­ი­არ­ობ­ის მთა­ვარ მომ­წეს­რი­გე­ბელ სა­შუ­ალ­ებ­ას მა­ღა­ლი აგ­რო­ტექ­ნი­კა წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც უნ­და ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს ზო­ნის ბუ­ნებ­რივ ­პირო­ბებს, ჯი­შურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქ­ტო­რებს.

რეზო ჯაბნიძე,

სსმმ აკადემიის აკადემიკოსი