დარგებიმეფუტკრეობა

აკაციის თაფლი / Acacia honey ენერგიის წყარო

აკაციის თაფლი ხასიათდება კარგი ნიშან-თვისებით.ის საქართველოში ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო თაფლად, მაგრამ ეს ცოტა არ იყოს გადაჭარბებული შეფასებაა, რადგან არსებობს თაფლოვანი მცენარეების 300 სახეობაზე მეტი და მათი ნექტრიდან წარმოებული თაფლიც არანაკლებ სასარგებლოა. მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ, ყველა მცენარისთვის დამახასიათებელია საკუთარი ნიშან-თვისებები, ასევეა მათი თაფლიც რომელიც ხასიათდება ამა თუ იმ სამკურნალო თვისებებით და მოდით ნელ-ნელა გავარჩიოთ და დავახასიათოთ თითოეული მათგანი და რომელი მცენარისგან წარმოებული თაფლი თუ რას უხდება.

მაშ ასე ვისაუბროთ იმ თაფლის ხარისხზე, რომელიც ყველაზე მიღებული და დაფასებულია საქართველოში.

აკაციის თაფლი ნელა კრისტალდება – შეიძლება დაკრისტალების პროცესი გახანგრძლივდეს 1-2 წელიც (შენახვის შესაბამის პირობებში), ეს დამოკიდებულია თაფლში ფრუქტოზას მაღალ კონცენტრაციაზე.

თაფლის ფერი – თაფლის ნათელი ფერი განუმეორებელ სასაქონლო სახეს აძლევს, ერთი სული გაქვთ პირი ჩაიტკბარუნოთ.

თაფლის ფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი აკაციისგან არის შეგროვებული.

თეთრი აკაცია (Robinia pseudoacacia L.) ძალიან კარგ ფერზე (დამახასიათებელ) დგება, რასაც ვერ ვიტყვით აკაციის სხვა სახეობებზე, მაგალითად ყვითელ აკაციაზე (Caragana arborescens Lam). ჩვენთან მასობრივად თეთრი აკაცია არის გავრცელებული.

ისეთი გემოთი ხასიათდება რომ არ მოგწყინდებათ მისი მირთმევა და თანაც არ გეშინიათ გადამეტების, არ გედებათ ყელში მაგალითად როგორც სხვა სახეობის თაფლის 1-2 კოვზის მიღების შემდეგ ხდება. ალკოჰოლურ სასმელებში შესარევად მისაღებია, რათა სასმელის მწარე გემო დაუკარგოს.

გარდა ამისა აკაციის თაფლი ხასიათდება შემდეგი თვისებებით:

ორგანიზმი იოლად ითვისებს, რადგან მასში ჭარბობს ფრუქტოზა, ასევე გლიკემური ინდექსი ( ეს არის საკვები პროდუქტების გავლენის მაჩვენებელი სისხლში შაქრის დონეზე, მათი მოხმარების შემდეგ) მთლიანად ესადაგება დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს.

ყვავილის მტვრის ნაკლები შემცველობის გამო არ არის ალერგიული.

ადამიანები მას უფრო „ამოსახველებელ” და “ანტისეპტიკურ” საშუალებასთან აკავშირებენ როგორც, თუმცა სინამდვილეში მისი მოქმედების სპექტრი უფრო ფართოა…

აკაციის თაფლის რეგულარული გამოყენება იწვევს არტერიული წნევის ნორმალიზებას და სისხლში ჰემოგლობინის აწევას. ნერვული აღგზნებადობისას და ასევე ფსიქიური აშლილობის დროს აქვს გამოხატული დამამშვიდებელი ეფექტი, უმჯობესდება ძილი. აკაციის თაფლი ასევე აუმჯობესებს ტვინის ფუნქციებს და სრულად მისაღებია იმ ადამიანებისათვის, ვინც ინტელექტუალური საქმიანობით არიან დაკავებულნი.

აკაციის თაფლი ენერგიის წყაროა.

ასევე გამოიყენება ოფთალმოლოგიური დაავადებებისას, ანტისეპტიკური თვისებების გამო გამოიყენება ეგზემის, წყლულების, კანის დაავადებების და ნეიროდერმიტის ხახის დაავადებების დროს.

კარგია ასთმიანებისთვის…

ამის გარდა, აკაციის თაფლი არ აღაგზნებს კუჭქვეშა ჯირკვალს და შეიცავს ბევრ ვიტამინს, მიკროელემენტებს, ანტიოქსიდანტებს, ფლავონოიდებს, ხასიათდება სიმსივნური წარმონაქმნების საწინააღმდეგო თვისებებით.

რატომაა ასეთი ძვირი აკაციის თაფლი საქართველოში?

აკაციის თაფლი ხასიათდება დიდი მოთხოვნით, გარდა ამისა ძნელად მისაღებია, რადგან გლობალურმა კლიმატურმა ცვლილებებმა აკაციის ყვავილობის სეზონი მაისიდან აპრილის თვეში გადმოსწია ( განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში), ამ დროს ვერ ასწრებენ ფუტკრის ოჯახები განვითარებას, რომ მივიღოთ სასაქონლო თაფლი და მეფუტკრეების უმრავლესობა იძულებულია, ადრე გაზაფხულზე დაიწყონ ფუტკრის გამაღიზიანებელი კვება შაქრის ვაჟინის მეშვეობით, რათა ​ფუტკრის ოჯახებმა თაფლის შესაგროვებლად საჭირო კონდიციამდე მისვლა მოასწროს. 

მომხმარებლის საყურადღებოდ! _ შაქრის ვაჟინით გონივრული გამაღიზიანებელი კვება ვერ გამოიწვევს შაქრის თაფლში მოხვედრას.


სამწუხაროდ, მერქნის მოთხოვნის ზრდის გამო, ასევე ინტენსიურად იჩეხება აკაციის ტყეები, რაც იწვევს ამ მცენარის საკვები ბაზის შემცირებას!

მეორე მიზეზი, რატომ ჭირს აკაციის თაფლის მიღება _ აკაცია ყვავის 14-15 დღის განმავლობაში მხოლოდ და საკმარისია ამ პერიოდში დაბალი ტემპერატურა, წვიმიანი ამინდები დაემთხვეს რომ ფუტკარმა აკაციისგან ნექტარი ვერ აიღოს, ასევე ქარები აშრობს ნექტარს.

ამიტომ ღირს აკაციის თაფლი შედარებით ძვირი.

ყველა თეთრი თაფლი აკაციის არ არის!

ერიდეთ ფალსიფიკაციას!

თაფლი მხოლოდ სანდო და პატიოსანი მეფუტკრეებისგან შეიძინეთ!

ალეკო პაპავა, მეფუტკრე