აგრარული განათლებადარგებიმემარცვლეობა

ხორბალი – ახალციხის წითელი დოლის პური (Triticum aestivum var. ferrugineum Alef)

მესხეთ-ჯავახეთში ფართოდ გავრცელებული აბორიგენული ჯიშ-პოპულაცია ზღვის დონიდან 1500 მეტრამდე აღწევს.

საკმაოდ ყინვაგამძლე, საგვიანო ჯიშია. ღერო საშუალო სიმაღლის. მაღალ აგროფონზე და სარწყავ პირობებში ახასიათებს ჩაწოლა. მცენარე საშუალოდ შეფოთლილი, თავთავი -წითელი, ფხიანი, საშუალო ზომის, თითისტარისებრი ფორმის და მომწიფებისას დახრილი. თავთუნის კილის მხარე უფრო ფართოა და აწეული. მარცვალი წითელი, წაგრძელებული ოვალური ფორმის და რქისებრი კონსისტენციის. მარცვალი კილებში მჭიდროდ არის ჩამჯდარი და არ ახასიათებს ცვენა.

1000 მარცვლის მასა 32-40 გრამია. მარცვალში მაღალია ცილის შემცველობა (18,8%). ფქვილისაგან პურის ცხობის უნარი – საშუალოზე მაღალია.

 მოსავლიანობა 2,5-3,2 ტ/ჰა-ზე, უფრო მაღალპროდუქტიულია თავისი გავრცელების ზონაში.

სუსტად ავადდება მტვრიანა გუდაფშუტით, ხოლო ხორბლოვანთა სოკოვანი დაავადებებით – საშუალოზე ნაკლებად.

ჯიში არის სასელექციო საწყისი მასალა, რომლის გენოტიპშია ჰიბრიდული ნეკროზის (Ne2) წითელი ჰიბრიდული ქლოროზის (Ch2) და ქონდარობის გამაპირობებელი გენები.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი