დარგებიმებაღეობამებოსტნეობაფერმერი ფერმერს

ხვლიკი ბოსტანში მავნებლებისაგან საიმედოდ დაგიცავთ

იმის მიუხედავად, რომ მებოსტნეები ​ნაკვეთში ხვლიკის გამოჩენას სკეპტიკურად უყურებენ, ამ რეპტილიას, ძალიან დიდი სარგებლობა მოაქვთ ბაღ-ბოსტნისთვის.


საქმე ის არის, რომ ხვლიკები ანადგურებენ ბაღის მავნებლებს, ისეთ მწერებსაც კი, რომლებიც დაავადებების გადამტანები არიან და თუ ძალიან მოშივდათ, შეუძლიათ კოლორადოს ხოჭოც მიირთვან, ლოქორაც და მათი ჭუპრებითაც ​ჩაიტკბარუნონ პირი.

ხვლიკი ბოსტანში ლაკმუსის ქაღალდივითაა, სადაც ხშირად შეგხვდებათ, იცოდეთ, რომ დაავადებების ძირითადი ბუდეც იქაა.

ხვლიკის არსებობის უარყოფითი მხარე – მათი სწრაფი გამრავლებაა, ასევე, ისინი იზიდავნ ნაკვეთზე თხუნელებს.

ხვლკისაგან მეტი სარგებელი მოდის, ზიანი- ნაკლები. ასევე მოსავალსაც ძალიან მცირე ზიანს აყენებენ, მაგრამ ამის მიუხედავად თუ მაინც გსურთ ხვლიკის მოცილება, 3 ხერხს შემოგთავაზებთ:

1. შეგიძლიათ ებრძოლოთ კატების მეშვეობით. მოიწვიეთ ნაკვეთზე 1-2 მეზობლის კატა. კატები ხვლიკებზე ისევე ნადირობენ- როგორც თაგვებზე;

2. თუ გამოიყენებთ მავნებლების წინააღმდეგ რაიმე სახის შხამქიმიკატებს, შხამქიმიკატებით მოწამლული მავნებლები, რომელსაც შემდგომ ხვლიკი შეჭამს, მასაც მოწამლავს;

3. მოამზადეთ მწარე წიწაკის ხსნარი შემდეგი პროპორციით: 10 ლ წყალზე 2-3 სადილის კოვზი დაფქვილი მწარე წიწაკა ან შავი პილპილი. აღნიშნული ხსნარი მოასხურეთ ხვლიკების თავშეყრის ადგილზე.

ვიდრე შეუდგებოდეთ ხვლიკების განადგურებას, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, რა სარგებლობა შეუძლიათ მოუტანონ თქვენს ბაღ-ბოსტანს.

ბოსტანში თუ ხვლიკის არსებობა – შხამ-ქიმიკატებზე უკეთესი შედეგიც მოაქვს, რადგან ის არ არის მომწამვლელი, – ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი საშუალებაა მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

წყარო: თქვენი ბაღი