დარგებიმებაღეობამებოსტნეობაფერმერი ფერმერს

ნუ მოკლავთ ხვლიკს! ის თქვენს ბოსტანს მავნებლებისაგან საიმედოდ დაიცავს

იმის მიუხედავად, რომ მებოსტნეებს ​ნაკვეთში ხვლიკის გამოჩენა არ სიამოვნებთ, ამ პატარა რეპტილიებს, ბაღ-ბოსტანისათვის ძალიან დიდი სარგებლობა მოაქვთ.
საქმე ის არის, რომ ხვლიკები ანადგურებენ ბაღის მავნებლებს, ისეთ მწერებსაც კი, რომლებიც დაავადებების გადამტანები არიან და თუ ძალიან მოშივდათ, შეუძლიათ კოლორადოს ხოჭოც მიირთვან, ლოქორაც და მათი ჭუპრებითაც ​ჩაიტკბარუნონ პირი.

ხვლიკი ბოსტანში ლაკმუსის ქაღალდივითაა, სადაც ხშირად შეგხვდებათ, იცოდეთ, რომ დაავადებების ძირითადი ბუდეც იქაა.

ხვლიკის არსებობის უარყოფითი მხარე – მათი სწრაფი გამრავლებაა, ასევე, ისინი იზიდავნ ნაკვეთზე თხუნელებს.

ხვლკისაგან მეტი სარგებელი მოდის, ზიანი- ნაკლები. ასევე მოსავალსაც ძალიან მცირე ზიანს აყენებენ, მაგრამ ამის მიუხედავად თუ მაინც გსურთ ხვლიკის მოცილება, 3 ხერხს შემოგთავაზებთ:

1. შეგიძლიათ ებრძოლოთ კატების მეშვეობით. მოიწვიეთ ნაკვეთზე 1-2 მეზობლის კატა. კატები ხვლიკებზე ისევე ნადირობენ- როგორც თაგვებზე;

2. თუ გამოიყენებთ მავნებლების წინააღმდეგ რაიმე სახის შხამქიმიკატებს, შხამქიმიკატებით მოწამლული მავნებლები, რომელსაც შემდგომ ხვლიკი შეჭამს, მასაც მოწამლავს;

3. მოამზადეთ მწარე წიწაკის ხსნარი შემდეგი პროპორციით: 10 ლ წყალზე 2-3 სადილის კოვზი დაფქვილი მწარე წიწაკა ან შავი პილპილი. აღნიშნული ხსნარი მოასხურეთ ხვლიკების თავშეყრის ადგილზე.

ვიდრე შეუდგებოდეთ ხვლიკების განადგურებას, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, რა სარგებლობა შეუძლიათ მოუტანონ თქვენს ბაღ-ბოსტანს.

ბოსტანში თუ ხვლიკის არსებობა – შხამ-ქიმიკატებზე უკეთესი შედეგიც მოაქვს, რადგან ის არ არის მომწამვლელი, – ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი საშუალებაა მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

წყარო: თქვენი ბაღი