კომპანია „კულა“ ახალციხეში წლეულს ბიოწვენების ახალ ქარხანას გახსნის

კომპანია კულა 2019 წელს ახალციხეში თანამდეროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალ საწარმოს გახსნის, სადაც ბიოწვენებს დაამზადებს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.

როგორც კომპანიის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ივანე გოგლიძე ამბობს, საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის ნაწილი დღესაც ორგანულია და ცალკე ბრენდად „ბიო კულა“ არის წარმოდგენილი, მაგრამ ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, შეიქმნას ცალკე საწარმო, რომელიც მხოლოდ ბიო პროდუქტს გამოუშვებს.   

კომპანია კულამ მუშაობა 2009 წელს დაიწყო და  „კულა„-ს სახელით ეკოლოგიურად  სუფთა ნატურალური, მათ შორის საბავშვო, წვენების გამოშვება დაიწყო.

ახალციხის ახალი ბიოწვენების საწარმო კომპანია კიულას ხილ-ბოსტენეულის გადამმუშავებელი მეხუთე საკონსერვო ქარხანა იქნება საქართველოში, პირველი სამცხე-ჯავახეთში. კომპანიის დანარჩენი საწარმოები შიდა ქართლში, გორის რაიონში აქვს.

კომპანია თავსი საწარმოებში დღეს 200-მდე სხვადასხვა სახის პროდუქტს: წვენებს, ჯემებს, კომპოტებს, მურაბებს, მარინადს, ჩირს, „ცივ სადილებს“, ხორცის კონსერვებს და სხვა პროდუქტებს უშვებს.

საწარმოში დანერგილია HACCP და ხარისხის მართვის ISO:22 000 სტანდარტი. დამატებით ცალკეულ პროდუქციაზე: საწებელს, ყვითელ და წითელ ტყემალზე, კაკლის მურაბაზე, შინდის, კომშის, ატმის და გარგარის წვენებზე კომპანიას მინიჭებული აქვს „ქაშერის“ სერტიფიკატი.

როგორც ივანე გოლიაძე ამბობს საწარმოსთვის ნედლეულს, ხილს და ბოსტნეულს კულა სხვადასხვა რეგიონებში ქართველი ფერმერებისგან ყიდულობს, ძირითადად მუდმივი პარტნიორი ფერმერებისგან.

ყოველწლიურად „კულა“ 7 ათას ტონაზე მეტ ხილს და ბოსტნეულს გადაამუშავებს: შავ მოცხარს, მარწყვს, მოცვს, ჟოლს, ალუბალს, ბალს, ვაშლს, მსხალს,  ფეიხოას, ფორთოხალს, მანდარინს, ლეღვს, ყურძენს, ატამს, გარგარს, შინდს, ბროწეულს, კომშს, ქლიავს, ტყემალს, ასკილს, სტაფილს, პომიდორს, კიტრს, ხახვს, ნიორს, ბადრიჯანს გოგრას, მწარე და ტკბილ წიწაკას, ყვავილოვან კომბოსტოს და სხვა.

სამომავლოდ კომპანია გამოიყენებს საკუთარ მეურნეობაში მოწეულ ხილს და ბოსტნეულს. ორი წლის წინათ კომპანიამ გორის რაიონში 10 ჰექტარზე ალუბლის ინტენსიური ბაღი, ხოლ 15 ჰექტარზე ტყემლის ბაღი და 2 ჰექტარზე ჟოლო გააშენა.

ყოველ სეზონზე ვაწყდებით ტყემლის და ალუბლის ნედლეულის დეფიციტის პრობლემას, ამიტომ ჩვენ თვითონ გადავწყვიტეთ გაგვეშენებინა ამ  ხილის პლანტაციები. მომავალ ორ-სამ  წელიწადში თავად მოვიწევთ ჩვენს მიერვე გადამუშავებული ამ ნედლეულის უდიდეს ნაწილს. რაც შეეხება ჟოლოს, ეს სათითო კენკრაა, ტრანსპორტირებას ვერ იტანს, უმეტესწილად კარგავს სასაქონლო სახეს, ხარისხს, ჩვენ კი წარმოებაში მხოლოდ ხარისხიან ნედლეულს ვიყენებთ, ამიტომ ჟოლოს საკუთარი პლანტაცია ამ  პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება _ ამბობს ბატონი ივანე.

 

_ 2020 წლისთვის კომპანია რიგით მეშვიდე წარმოების გახსნას აპირებს, სადაც ბავშვთა კვების პროდუქტებს გამოუშვებს. საწარმო ადრე ამზადებდა ბავშვებისთვის ხილის ნატურალურ წვენებს და ფაფებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ახალი სპეციალიზებული ქარხნის აშენება გადაწყდა, ამ პროდუქციის წარმოება დროებით შევაჩერეთ _ ამბობს ბატონი ივანე და დასძენს _ რომ კომპანია ახლო მომავალში გაზრდის უშაქრო წვენების წარმოებას, რაზეც ევროპის ბაზარზე დიდი მოთხოვნილებაა.

ჩირის და ჩურჩხელის საწარმო კომპანიამ 2018 წელს გახსნა. პირველი პროდუქცია: მსხლის, ვაშლის, ქლიავის, ატმის და ბიის ჩირი ქართულ ბაზარს საახალწლოდ მიეწოდა. კომპანია ჩირის და ჩურჩხელის ექსპორტზეც აქტიურად მუშაობს.

ამჟამად კულას ნაწარმის 65% ექსპორტზე მსოფლიოს 20 ქვეყანაში გადის, მათ შორის; აშშ-ში, კანადაში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდი ბრიტანეთში, ისრაელში უკრაინაში, რუსეთში, ყაზახეთში, თურქმენეთში და სხვაგან. საქართველოში კი იგი ყველა ცნობილ სუპერმარკეტს და საფირმო მაღაზიებში იყიდება.

„კულას“ ბრენდით დღეს ბაზარზე წარმოდგენილია: „ბიო კულა“, „კულა დიაბეტური“, „კულა ქაშერი“/ ჩემი ქართველი ბებია“ და სხვა. კომპანიაში მუდმივად ათეულობით ადამიანია დასაქმებული, თუ ამასა პარტნიორ ფერმერებს და სეზონურად დასაქმებულ ადამიანებს დავუმატებთ, ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება. 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *