ნანოტექნოლოგიები მოსავლიანობის გასაზრდელად

იმ ნანომეტრული სატრანსპორტო პლატფორმის წყალობით, რომელიც ადრე მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენებოდა, მეცნიერები მნიშვნელოვნად გაზრდიან სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობას.

ისრაელის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლვარებმა გამიგონეს მცენარისთვის საკვები ნივთიერებების მიწოდების ახალი ფორმა. ტექნოლოგია რომელიც მცენარეში საკვები ნივთიერების შეღწევადობას 1-დან 33%-მდე  აჩქარებს, დაფუძნებულია ნანოტექნოლოგიებზე, რომელიც დღეს პაციენტის კონკრეტულ ორგანომდე სამკურნალო პრეპარატების მიზანმიმართულად ტრანსპორტირების დასაჩქარებლად გამოიყენება.

დღეს უკვე ამ ტექნოლოგიის ეფექტიანობა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე იცდება, რასაც სწავლული მეცნიერები ავე შრედერი და ავისან კარნი ახორციელებენ.

 

„დედამიწაზე მოსახლეობის მუდმივი ზრდა განუხრელდ ითხოვს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების გაზრდის  ეფექტიანი ტექნოლოგიების შემუშავებას, რამაც უნდა უზრუნველყოს ჯანსაღი პროდუქციის წარმოების ზრდაც და გარემოზე მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შემცირებაც.

მიმდინარე კვლევა  გარემოზე ზიანის მიუყენებლად მეცნარისთვის საჭირო ნივთიერების მიწოდების დაჩქარების ახალ მეთოდს წარმოადგენს.“

მკვლევარებმა საკვები ნივთიერებები „ჩატვირთეს“ ლიპოზომებში _ (ერთგვარი მცირე სფერო), რომლებიც  შედგება გარე ცხიმოვანი გარსისგან. ასეთი ლიპოზომები მდგრადია მცენარის წყლიან არეში და შეუძლია უჯრედში შეღწევა. ამის გარდა, მკვლევარებმა მიაკვლიეს ლიპოზომებისდაპროგრამების“ მეთოდს საკვები ნივთიერების დეზინტეგრაციას და გამოთავისუფლებას კონკრეტულ ადგილებზე, მაგალითად ფესვებსა და ფოთლებზე. დეზინტეგრაცია მიმდინარეობს მჟავე გარემოში, ან პასუხობს შიდა სიგნალზე, ისევ როგორც სინათლის ტალღები და სითბო. უნდა აღინიშნოს, რომ ნაწილაკების შემცველი მოლეკულები მიღებულია სოიოსაგან და ამიტომ გამოსაყენებლად უსაფრთხოა, როგორც ადამიანის, ისე ცხოველებისთვის.

ნანომეტრული ლიპოზომა გამოიყენეს საკვები ელემენტების _ რკინის და მაგნიუმის მისაწოდებლად ახალგაზრდა და ზრდასრულ პომიდვრის კულტურაში.

მათ წარმოადგინეს, რომ  ლიპზომები, რომლებიც ხსნარის სახით შესხურდა მცენარის ფოთლებზე, მან შეაღწია ფოთოლში, გადავიდა ღეროებში და ფესვებში, მაგრამ მხოლოდ ფესვის უჯრედში შეღწევის შემდეგ დაიშალა და გმოათავისუფლა წაღებული საკვები ნივთიერება.

ამ აღმოჩენის მაღალეფექტიანობის დემონსტრირების გარდა, ფოთლოვანი კვების სტანდარტულ მეთოდთან შედარებით, მკვლევარებმა შეისწავლეს გაფრქვეული ნაწილაკების გავრცელების არეალიც.

„ჩვენი საინჟინრო ლიპოზომები მდგრადია მხოლოდ მცირე დიაპაზონის ფარგლებში _ ორ მეტრის რადიუსში გაფრქვევის შემთხვევაში _ განმარტა პროფესორმა შრედერმა. როცა ლიპოზომების ნაწილაკები ამ მანძილს გაცდებიან, იშლებიან უსაფრთხო მასალებად (ფოსფილიპიდებად) ეფექტს კარგავენ.

 მიგვაჩნია, რომ ჩვენი კვლევის შედეგი გაფართოვდება და დაიხვეწება. ანალოგიური პროდუქტების შემუშავებით შევძლებთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გაზრდით ხელს შევუწყობთ სასურსათო პროდუქციის წარმოებას და დედამიწის მოსახლეობის დაპურებას.

წყარო: news.agropages.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *