აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობა

ჟოლოს უხვმოსავლიანობის საიდუმლო

ჟოლო ყველასთვის საყვარელი და სასარგებლო კენკრაა, ამიტომ ყველა ცდილობს ბაღჩაში თუ აგარაკზე ჟოლო გააშენოს. ამასთან იგი მეტად მომგებიანი კულტურაა და დღეს იგი საქართველოში ჟოლოს პლანტაციები ინტენსიურად შენდება.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჟოლოს ბუჩქი კარგადაც განვითარდეს და უხვი მოსავალიც მოგცეს?

ჩვენ გასწავლით მარტივ ხერხს, რაც თქვენს ჟოლოს მეტი ნაყოფის მოსხმაში დაეხმარება.

ჟოლოს ბუჩქის ორჯერად გასხვლა, აი ეს არის ერთ-ერთი საიდუმლოთაგანი, რაც ჟოლოს უხვმსხმოიარობას განაპირობებს.

ბუჩქის პირველი გასხვლა საჭიროა, როცა ახალამოყრილი ყოლორტები 100-120 სმ. სიმაღლეს მიაღწევს, 5-10 სანტიმეტრზე სასხლავით უნდა წაეჭრას წვეროები. ამის შემდგ ტოტი სიმაღლეში ზრდას აჩერებს, ხოლო წვეროსკენ ფოთლების ქვეშ რამდენიმე დღის შემდეგ ჩნდება ახალი წამონაზარდები, ივლის-აგვისტო-სექტემბერში კი ჟოლოს ბუჩქზე 3-5 გვერდითა ყლორტი გამოდის, რომლებიც ნაყოფს არ იძლევა, იგი გამოსაზამთრებლად არის გამზადებული.

სწორედ ამ ყლორტების სწორად გასხვლაა აუცილებელი მომდევნო წლის გაზაფხულზე, როცა გამოზამთრებული მცენარე მთლიანად გაიშლება, კვლავ 5-10 სანტიმეტრზე უნდა წაეჭრას წვეროები. 

ჟოლოს   მოვლა-მოყვანის წესებში მეორე გასხვლა ითვლება გადამწყვეტად. გასხვლის მეორე ფაზის შემდეგ ყველა ძირითად ღეროზე, ძირიდან წვერომდე იზრდება დამატებით საყვავილე, უხვადმსხმოიარე 20-30 ყლორტი.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჟოლოს ბუჩქი არ  ჩაიხუთოს, ბუჩქებს რიგებს შორის მანძილი 1-1,5 მ., ხოლო მცენარეებს შორის _ 50 სმ. იყოს. ბუჩქზე უნდა დატოვოთ 4-6 ძირითად ყლორტზე მეტი.

ახლადამოტანილი ყლორტები აუცილებლად უნდა მოცილდეს ბუჩქს.

ჟოლოს ძალიან უყვარს ტენი, მაგრამ იგი ვერ იტანს გვალვას.  ნიადაგი რომ არ გამოშრეს ჟოლოს ძირები უნდა 20 სმ. სისქეზე მაინც უნდა დაიმულჩოს სხვადასხვა სამულჩე მასალით: ფოთლებით, ნამჯით, ნარჩენებით, ბალახით, სველი ქაღალდით და სხვა. ამით ნიადაგი მსუბუქდება, თვისუფლად ატარებს  ჰაერს და აღარ სჭირდება გაფხვიერება.

ჟოლოს კარგი მოსავლის მისაღებად აუცილებელია მავნებლების წინააღმდეგ პროფესიული ბრძოლა. ერთ-ერთი ვერაგი დაავადებაა  ჟოლოს ფესვის ფიტოფტოროზი, რომელმაც შეიძლება მთელი პლანტაცია გაახმოს. ფიტოფტოროზის დროს გაზაფხულზე არ იხსნება კვირტები,  გვერდითი ყლორტები ჭკნება და ხმება. ამ დაავადების გამომწვევი სოკოა, რომელსაც სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება ნიადაგში სპორების სახით 4-დან 15 წლამდე შეუძლია.

დაავადების ძირითადი გამავრცელებელი ჟოლოს დაავადებული სარგავი მასალაა. რომ აღმოვაჩინოთ დაავადებულია თუ არა ფიტოფტოროზით მცენარე, სარგავ მასალას საგულდაგულოდ ამოწმებენ ორმაგად კვირტის გამოტანის და ყვავილობის ფაზაში და ვეგეტაციის ბოლოს სექტემბერ-ოქტომბერში. 

ჟოლოს ფესვების ფიტოფტოროზის წინააღმდეგ საბრძოლველად ტარდება საკარანტინო, აგროტექნიკური და ქიმიური ღონისძიებები. ფიტოფტოროზით დაავადებული მცენარის შეგროვებული ნაწილები აუცილებელია განადგურდეს, სრულად დაიწვას.

ლარისა იაკუშინა

სწავლული აგრონომი