ფუტკრის ვირუსული დაავადებების გავრცელებაში ბუზებს ადანაშაულებენ

ბუზები Flyfly ვირუსის გადამტანები არიან, რომლითაც ფუტკრები ავადდებიან. რადგან ისინი დიდ მანძილზე გადაადგილდებიან, მნიშვნელოვნად შორს ვიდრე ფუტკრები, მათ შეუძლიათ მწერებისთვის სასიკვდილო დაავადება მთელ ევროპაში გაავრცელონ, წერს ჟურნალი „ბიოლოგიური წერილები“

შავი და ყვითელი ზოლებით ისინი ფუტკრებს და კრაზანებს ჰგვანან.  ბუზები იმავე ყვავილებიდან აგროვებენ ნექტარს, საიდანაც _ ფუტკრები, იქვე ტოვებენ ვირუსებსაც.

ლონდონის და ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გააანალიზეს ოქსფორდის უნივერსიტეტში არსებული პეპლების კოლექცია და ფუტკრებში გავრცელებული სამი  ვირუსი ბუზების ორ სახეობაში აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ ისინი იმავე ყვავილებს სტუმრობენ, საიდანაც  აგროვებენ ფუტკრები მტვერს. ეს ვირუსები  მწერების ფრთების დეფორმაციას იწვევენ.

როგორც ფუტკრები, ბუზებიც დიდ როლს ასრულებენ კულტურული და გარეული მცენარეების დამტვერიანებაში. კვლევებმა ცხადყო, რომ ბუზებს შეუძლიათ ყვავილის მტვერი ძალიან შორს გადაიტანონ. დიდი ალბათობით მტვერთან ერთად მათ ვირუსებიც გადააქვთ, რითაც შემდეგ ფუტკრები ავადდებიან.

დღეს შეუძლებელია იმის გარკვევა, ეს ვირუსები ვნებენ თუ არა ბუზებს თუ ისინი მხოლოდ ამ ინფექციის მატარებლები არიან. ფაქტია, რომ ისინი შორ მანძილზე გადაადგილდებიან და დაავადების გავრცელება მთელს ევროპის კონტინენტზე შეუძლიათ.

ფუტკრები და სხვა დამმტვერიანებლების არსებობა აუცილებელია დედამიწაზე საკვები პროდუქტების საწარმოებლად, მაგრამ ამის მიუხედავად, ბუნებრივი პირობების დარღვევის, დაავადებების თუ ფერმერების მიერ პესტიციდების ჭარბი გამოყენების შედეგად მწერების  რიცხვი კატასტროფულად მცირდება, რითაც დედამიწაზე ბუნებრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებას, სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *