აგროსიახლეები

სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შიდა ქართლის რეგიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 300-მდე აღმზრდელი და მეთოდისტი განახლებული პროგრამით – „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ გადაამზადა.  პროგრამა მიზნად ისახავს ბაღის აღმზრდელების/მეთოდისტებისა და ადრეული ასაკის ბავშვების ცნობიერების  ამაღლებას გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით.
განახლების ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების, წყლის რესურსებისა და ნარჩენების მართვის თემებს კლიმატის ცვლილების და მასთან დაკავშირებული გამოწვევების საკითხები დაემატა. სახელმძღვანელო მოიცავს პრაქტიკის მაგალითებსაც.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა და გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შიდა ქართლის რეგიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლების გადამზადების შემდეგ, ტრენინგები  კახეთის რეგიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ.