pomo d’orо, ანუ „ოქროს ვაშლის“ სასარგებლო თვისებები

პომიდორი (Lycopersicon) ძაღლყურძნისებრთა ოჯახის ერთი ან მრავალწლოვანი ბალახოვანი და ბუჩქბალახოვანი მცენარის გვარია. მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. ევროპაში ის მე–16 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, საქართველოში კი – 18 საუკუნის მეორე ნახევრიდან.

მისი ლათინური დასახელება Lycopersicum esculent ითარგმნება, როგორც „მგლის ატამი“. მას შეცდომით ადარებდნენ ბელადონას ნაყოფს, ფიქრობდნენ, რომ ის მომწამვლელი მცენარე იყო (და თავდაპირველად მოჰყავდათ, როგორც დეკორატიული მცენარე); აქედან მოდის მისი მეორე დასახელება – ტომატი, რომელიც ესპანური tomate–დან მომდინარეობს (თავის მხრივ კი, აცტეკების tomatl–დან).

თავად დასახელება პომიდორი იტალიური ენიდან გავრცელდა – pomo d’orо, რაც „ოქროს ვაშლს“ ნიშნავს, რადგან, როგორც ჩანს, თავდაპირველად პომიდვრის ყვითელ სახეობას იყენებდნენ. სწორედ იტალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც პომიდვრის კულტივირება დაიწყო.

 პომიდვრის 2000-მდე ჯიში და ფორმა არსებობს.

პომიდვრის შემადგენლობა და კალორიულობა
პომიდორს დიდი ენერგეტიკული ღირებულება არ აქვს, რადგან 93–95 პროცენტით წყლისგან შედგება, ხოლო დარჩენილი პროცენტები ქიმიური ნაერთებია. მაგრამ, მიუხედავად დაბალი კალორიულობისა – სულ 20 კკალორია 100 გრამზე, ის მდიდარია მიკრო და მაკროელემენტებით, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით.

პომიდორი შეიცავს:
ცილებს, ნახშირწყლებს, ცხიმები, ვიტამინებს – A, C, H, PP, მონო– და დისაქარიდებს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, ქლორს, ნატრიუმს, თუთიას, სპილენძს, მანგანუმს, კალციუმს, ბორს, მჟავებს.

პომიდვრის სასარგებლო თვისებები
როდესაც საუბარია პროდუქტის სარგებლობაზე, იგულისხმება, რომ მისი სამკურნალო ეფექტი ცოცხალი სახით გამოყენებისას მიიღწევა. პომიდორი ერთ–ერთი იშვიათი გამონაკლისი შემთხვევაა – სასარგებლოა დაკონსერვებული მცენარეც კი. მაგალითად, მწვანე პომიდორი დამარილებისას ძმრის გარეშე ინარჩუნებს თითქმის ყველა ვიტამინს, მჟავასა და ანტიოქსიდნატს.

სარგებელი მოაქვს მოზადებულ პომიდორსაც. მისი წვენის ხშირი გამოყენება ამცირებს თრომბოზის, ნაწლავური გაუვალობის, ვარიკოზის გაჩენის რისკს, აუმჯობესებს ადამიანის ზოგად მდგომარეობას.

თუ ცოცხალ პომიდორს იღებთ, გაითვალისწინეთ, რომ მას ორგანიზმი უკეთესად და სწრაფად ითვისებს მცენარეულ ცხიმთან ერთად.

პომიდვრის შემადგენლობაშია ლიკოპინი – ანტიოქსიდანტი, რომელიც კიბოს უჯრედების ზრდასა და განვითარებას აფერხებს. ლიკოპინის კარგად ათვისება ხდება, როდესაც პომიდორი თერმულად არის დამუშავებული. ასევე ტომატში შედის ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ორგანიზმში მუტირებული უჯრედების განადგურება. ესაა ონკოპროტექტორი ალფა–ტომატინი. ლიკოპინთან ერთად ის ებრძვის ონკოდაავადებებს, ყველაზე ეფექტურად – ფილტვებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს.

პომიდვრის რეგულარული გამოყენება ამცირებს ქალებში ძუძუსა და მამაკაცებში – პროსტატის კიბოს განვითარების რისკს.

პომიდორი აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. უჯრედისი აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას; კანი ასტიმულირებს პერისტალური ნაწლავის მუშაობას და ამცირებს შეკრულობის რისკს. პომიდვრის გამოყენება რეკომენდებულია კუჭის დაბალი მჟავიანობის მქონე ადამიანებისთვის.

ასევე, პომიდორს, ვიტამინების – С, РР და ლიკოპინის წყალობით, სარგებელი მოაქვს გულისა და სისხლძარღვების მუშაობისთვის. ის უნდა გამოიყენონ იშემიური დაავადებების, სტენოკარდიისა და ჰიპერტონიის მქონე ადამიანებმა.

პომიდორში შემავალი ანტოციანები ამტკიცებს წვრილი სისხლძარღვების კედლებს, თესლი ათხელებს სისხლს, რაც თრომბოზის წარმოქმნას აბრკოლებს. ის ასევე კარგი საშუალებაა ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის.

პომიდორი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა. ეს ორგანიზმს ეხმარება, დაუპირისპირდეს ვირუსულ ინფექციებს.

პომიდორს ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები და ტოქსინები. განსაკუთრებით კარგია ის მწეველებისთვის და მათთვის, ვინც მოწევას ცოტა ხნის წინ დაანება თავი. ყავისა და ლინოლეის მჟავებს ფილტვების ნიკოტინის ნარჩენები გამოაქვს და ასევე აშორებს თამბაქოს მოხმარებისგან კბილებზე დარჩენილ მუქ ნალექს.

პომიდორი ამაღლებს ჰემოგლობინს. მისი რეგულარული გამოყენება მოქმედებს სისხლის შემადგენლობაზე. მცენარის მწიფე ნაყოფში შედის რკინა, რომელიც სისხლწარმოქმნას უწყობს ხელს.

პომიდორში შემავალი В ჯგუფის ვიტამინები აკონტროლებს ნერვული სისტემის მუშაობას, ადამიანს არიდებს გაღიზიანებასა და დეპრესიის განვითარებას, ხოლო „ბედნიერების ჰორმონი“ – სეროტონინი აუმჯობესებს განწყობას და ხელს უწყობს ფსიქოლოგიურ დატვირთვებთან გამკლავებაში.

პომიდვრის მიღება რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტისა და ათეროსკლეროზის დროს, რადგან ის არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას.

ფოლიუმის მჟავა წყალ–მარილოვან ცვლას არეგულირებს. მსუბუქი შარდმდენი ეფექტის წყალობით ორგანიზმიდან გამოდის ზედმეტი სითხე. შედეგად, ქრება კიდურების შეშუპება.

პროდუქტის რეგულარული გამოყენებისას ასაკოვან მამაკაცებში იმპოტენციის განვითარების ალბათობა მცირდება.

პომიდორი საუკეთესო საშუალებაა ჭარბ წონასთან ბრძოლისთვის, რადგან დაბალკალორიული პროდუქტია.

ის კარგად მოქმედებს კანისა და თმის მდგომარეობაზე. კანზე გამონაყარის, ეგზემის დროს, ან გაახალაგზრდავების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ პომიდვრისა და შვრიისგან დამზადებული ნიღაბი: 1 მწიფე პომიდორი, 1 სუფრის კოვზი შვრიის მშრალი ფანტელი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ. იგივე ნიღაბი შეგიძლიათ შეიზილოთ თმის ძირებში და 3–4 წუთი გაიჩეროთ. ეს თმის სწრაფად ზრდას უწყობს ხელს.

რა ზიანი შეიძლება მოიტანოს პომიდორმა:
  • კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს შეამცირეთ პომიდვრის რაოდენობა;
  • კონსერვირებულ პომიდორს ნაკლებად უნდა მიეძალონ გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების მქონე ადამიანები;
  • პომიდვრის მავნებლობა იზრდება მათთვის, ვისაც სისხლში შარდის მჟავას მომატებული შემცველობა აქვს. ეს გავრცელებული მოვლენაა ართრიტის, პოლიართრიტისა და პოდაგრის დროს;
  • ნუ მიიღებთ პომიდორს კვერცხთან, თევზთან და პურთან ერთად. ერთიანობაში ისინი ანელებს საჭმლის მონელებას და მუცელში სიმძიმის შეგრძნებასა და შეერილობას იწვევს;
  • არ გამოიყენოთ მკვახე პომიდორი ცოცხლად. ის შეიცავს საშიშ საწამლავს – სოლანინს;
  • ზიანი მოაქვს ალუმინის ჭურჭელში დამზადებულ პომიდორს, რადგან მისი მჟავები ლითონის ზედაპირთან რეაქციაში შედის.
  • ასევე, როდესაც უმარილო დიეტა გაქვთ დანიშნული – უარი თქვით დაკონსერვებულ ნაყოფზე;
  • პომიდორმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია;
  • პომიდორი რაციონიდან უნდა ამოიღოთ გასტრიტის, პანკრეატიტისა და კუჭის წყლულის დროს.
როგორ შევარჩიოთ კარგი პომიდორი
პომიდვრის ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ მწიფე პომიდორს სურნელი უნდა ჰქონდეს. თუ არომატი არა აქვს, ნიშნავს, რომ ის მკვახე მოწყვიტეს. ყურადღება მიაქციეთ კანს – არ უნდა ჰქონდეს დაზიანებები.

პომიდვრის შენახვის პირობები მის სიმწიფეზეა დამოკიდებული. ოთახის ტემპერატურა ხელს შეუწყობს მის დამწიფებას. მწიფე ნაყოფი, სჯობს, აახლოებით 12 გრადუს სითბოში შეინახოთ.

გაითვალისწინეთ:
პომიდვრის მიღება არ არის სასურველი პროდუქტებთან, რომლებიც სახამებელს შეიცავს და ასევე მარცვლოვან პროდუქტებთან. რეკომენდებულია მწვანილთან და ბოსტნეულთან ერთად მიღება. 

წყარო:sputnik-georgia.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *