აგრარული განათლებადარგებიმეფუტკრეობა

ქართული (მთის რუხი) ფუტკარი

 ქართული (მთის რუხი) ფუტკარი – გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მთის ზონიდან შავი ზღვის სანაპირომდე. იგი თავისი სამეურნეო და ბიოლოგიური ნიშან-თვისებებით აღემატება მსოფლიოში გავრცელებულ მრავალი ჯიშის ფუტკარს.

 მთის რუხი ფუტკრის რამდენიმე პოპულაციაა ცნობილი: აფხაზური, მეგრული, ქართლური და კახური. 

უნიკალური თვისებების წყალობით ქართული ფუტკრის ამანათნაყარი და დედა ფუტკარი მსოფლიო მეფუტკრეთა ყურადღების ცენტრშია მოქცეული და იგი დღეს მსოფლიოს 45 ქვეყანაშია გაყვანილი. მას იყენებენ როგორც ჯიშის ხალასად გამრავლებისათვის, ასევე ადგილობრივ ჯიშებთან შესაჯვარებლად.