ქართული ნატურალური წვენები, ჩაი და თხილი ევროპის ბაზარზე სტრატეგიული საექსპორტო პროდუქტი უნდა გახდეს

საერთაშორისო სავაჭრო ცენტრმა (ITC) საქართველოში ექვსი: ჩაის, წვენების, მშრალი ხილის, გადამუშავებული ხილის და ბოსტნეულის, თხილის და სანელებლების სუბსექტორი გამოიკვლია, რის შედეგადაც გამოვლინდა სამი პროდუქტი, რომელსაც ევროკავშირის ბაზარზე ყველაზე მეტი საექსპორტო პოტენციალი აქვ. ესენია: ხილის წვენები, ჩაი და თხილი.

პროექტის მიმდინარეობისას (ReadyforTrade), რომელიც ევროკავშირი აფინანსებდა, გამოიკითხა 81 ქართული კომპანია, რომელთაგან 49%-ს უკვე გააქვს პროდუქცია ევროპის ბაზარზე, ხოლო 37% მზად არის დაიწყოს ამ ბაზარზე თავის პროდუქციის ექსპორტი.

რა მდგომარეობა ამ სექტორებში და რა არის საჭირო საიმისოდ, რომ ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი და საექსპორტო ასორტიმენტი გაიზარდოს?

როგორც  პროექტის მენეჯერი კოტე მდინარაძე განმარტავს, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი შერჩეულ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობას და მათ ტექნიკურ მხარდაჭერას გეგმავს. ცენტრი ასევე დაეხმარება ქართულ კომპანიებს საერთაშორისო გამოფენებზე თავიანთი პროდუქციის წარდგენა-პოპულარიზაციაში, ევროპულ სადისტრიბუციო ქსელთან კავშირის დამყარებაში და სხვა.

ევროპაში  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების  და  მაღალი ხარისხის,  ნატურალური პროდუქციის  გამოყენების ტენდენცია სწრაფად იზრდება და სულ უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს, რაც ამ სეგმენტის ქართული პროდუქციის მწარმოებლებისთვის უზარმაზარი ​შესაძლებლობაა და ეს შანსი ჩვენმა ბიზნესმა უნდა გამოიყენოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *