რჩევეა დამწყებ მეფუტკრეებს _ ფუტკრის ოჯახის დათვალიერება

რას ვაკეთებთ?

შეეცადეთ შეაფასოთ ოჯახის ხასიათი, სანამ მივუახლოვდებით სკას გასახსნელად. თუ ამჩნევთ რომ ფუტკრების აგრესიულად არიან განწყობილნი, აუცილებლად შეიმოსეთ დამცავი სამოსით (პირბადე და სპეციალური ქურთუკი). თუ ხედავთ რომ აქტიურად დაფრინავენ საკვების მოსაპოვებლად, მაშინ უმრავლეს შემთხვვაში მშვიდნი იქნებიან. სკასთან სამუშაოდ ყოველთვის დადექით გვერდიდან ან უკნიდან, ისე რომ ხელი არ შეუშალოთ საფრენისკენ ფუტკრის ფრენის ტრაექტორიას. დადექით ზურგით მზისკენ.

დეფორმირებული ფრთის ვირუსი – DWW
სკის გახსნა

დარწმუნდით რომ საბოლებელი გახურებულია და კარგად ფუნქციონირებს. დათვალიერების დროს აუცილებელია ბოლის გამოყენება, რომ ფუტკრების მართვა შეძლოთ. მოერიდეთ უხეშ მოძრაობებს და დარტყმებს, რადგან ეს აფრთხობს ფუტკრებს და ამ დროს გადასცემენ გამაფრთხილებელ სიგნალს „თავდასხმაზე”. ფრთხილად ახადეთ სახურავი და გადადეთ გვერდზე, ასევე შიდა საფარველი და დაათვალიერეთ ვინაიდან ზოგჯერ შეიძლება დედა მასზე იყოს.

EFB – ევროპული სიდამპლე, დაავადების გამომწვევით დანაგვიანებული რძე , მოყვითალო ფერის ფუმფლში
ჩარჩოების ამოღება

სანამ ჩარჩოს ამოიღებთ, შეათვალიერეთ ხომ არ გამოიწვევს ჩარჩოს ამოწევა მეზობელი ჩარჩოების დაზიანებას, შეარჩიეთ პირველი ამოსატანი ჩარჩო, შეეცადეთ ყოველთვის დათვალიერება განაპირა ჩარჩოებიდან დაიწყოთ, ასტამის მეშვეობით ჩარჩოს ორივე მხარე მცირედ მოარყიეთ და ფრთხილად ამოიტანეთ ისე, რომ არ გამოსდოთ მეზობელ ჩარჩოებს და არ გაჭყლიტოთ ფუტკარი, ჩარჩოს ამოტანისას დაათვალიერეთ ჩარჩო ხომ არაა მასზე დედა და ფრთხილად ჩადეთ ჩარჩოს შესანახ ყუთში.

ვაროატოზი _ კარგად ჩანს ვაროას ექსკრემენტები
ბარტყის დათვალიერება

თუ ზედა კორპუსში არაა ბარტყი, მაშინ ამოტანილ ჩარჩოებს ვაბრუნებთ კორპუსში და ზედა კორპუსს ვხსნით, რომელსაც იქვე გვერდზე ამობრუნებულ სახურავზე დავდებთ, თუ თაფლი წვეთავს დაზიანებული ფიჭიდან, ის მიწაზე არ ეწვეთება, არამედ სახურავის შიდა ზედაპირზე (საფარ ტილოზე), კარგი იქნება თუ გადადგმულ კორპუსს ტილოთი დავფარავთ. როცა მივაღწევთ, ბუდემდე დავათვალიეროთ სამი ბარტყიანი ჩარჩო მაინც, რომ შევიქმნათ წარმოდგენა ოჯახის მდგომარეობაზე.

AFB – ამერიკული სიდამპლეს გამოხატული ფორმა
რა უნდა ვეძებოთ?

ძირითადად – ოჯახის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა

პირველ რიგში ვაკვირდებით ბარტყიან ჩარჩოებს, ხომ არ არის გამოტოვებული უჯრები დიდი რაოდენობით (ჭრელი ბარტყის სინდრომი), ხომ არ არის გახვრეტილი გადაბეჭდილი ბარტყი, ხომ არ არის ფერშეცვლილი ფუმფლი, ხომ არ არის მკვდარი ბარტყი, ყოველი საეჭვო გადაბეჭდილი უჯრა გადახსენით ერთჯერადი ჩხირით (კბილის საჩიჩქნით), თუ ბარტყზე ​ საეჭვო ნიშნებს შეამჩნიეთ, დაიწყეთ პროცედურები სინჯის ასაღებად. ნებისმიერი გახსნილი სკა გადაამოწმეთ ბარტყის ჯანმრთელობაზე, დააკვირდით ნესტის არსებობას, ჩარჩოების ფერს და ჭეოიან ჩარჩოებს ფერი ხომ არ აქვთ შეცვლილი, ობი ხომ არ აქვთ მოკიდებული, და ხომ არ იგრძნობა სიდამპლის სუნი…

ასკოსფეროზი – ჩაკირული ბარტყი
ჰიგიენის დაცვა (სანიტარია)

შეეცადეთ ყოველთვის დაიბანოთ ხელი და ინსტრუმენტები გაასტერილოთ (შეძლებისდაგვარად, მაგრამ ყოველი საეჭვო ოჯახის დათვალიერების შემდეგ გასტერილება აუცილებელია…). ნუ გამოიყენებთ ჩარჩოებს, რომელთა წარმომავლობა არ იცით, ნუ მოიხმართ თაფლს, რომლის წარმომავლობაც არ იცით. შეეცადეთ სკიდან ამოღებული ნაგვის უტილიზაციას (დაწვას) ისე, რომ ფუტკარი ვერ შეეხოს მას.

EFB – ავროპული სიდამპლე
დახურვა

დახურეთ სკა იმავე თანმიმდევრობით, როგორც დაშალეთ. გააკეთეთ ჩანაწერები საფუტკრის ჟურნალში, რომელიც შემდგომში გამოგადგებათ.

  ალეკო პაპავა, მეფუტკრე