დარგებიმევენახეობა-მეღვინეობაფერმერი ფერმერს

როგორ ვებრძოლოთ ვაზის ნაცარს ბიოვენახში?

 ნაცარი  გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, ვითარდება მთელი ვეგეტაციის პერიოდში. აავადებს ფოთოლს, ყვავილედს, ნაყოფსა და ყლორტებს. დაავადებულ ორგანოებზე ვითარდება ნაცრისფერი ფიფქი, შემდეგ კი ფიფქზე შავი წერტილები წარმოიქმნება, ყლორტები უხეში, მყიფე ხდება, ნაყოფი ნაცრისფერი ფიფქით იფარება, შავდება და ცვივა, მწიფე ნაყოფი ცალ მხარეს სკდება ზოლად და მოჩანს წიპწა.

 გამომწვევი: გამომწვევ სოკოს აქვს კონიდიალური (მარტივი კონდიათმტარები ოვალური მძივებად ასხმული კონიდიუმებით) და ჩანთიანი (კლეისტოკარპიუმები სპირალური დანამატებით, მრავალი ჩანთით და ასკოსპორებით) ნაყოფიანობა.

ხელშემწყობი პირობები: ხელს უწყობს გადაბმული წვიმიანი ამინდები.

კონტროლი: რეკომენდებულია გოგირდი და გოგიდნაერთი ნივთიერებანი, მაგ. 1% კოლოიდური გოგირდი, 0,5% თიოვიტჯეტი, აგრეთვე, მიკრობიოლოგიურ პრეპარატ ბაქტოფიტის შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 8-10 დღის ინტერვალით. ლოდინის პერიოდი – 1 დღე, გამოყენების ჯერადობა 3-5. ბლოქსს იყენებენ ყვავილობის წინა პერიოდში, მტევნების ჩამოყალიბების და სიმწიფის დაწყების წინ (250 – 300 მლ/100ლ წყალზე).

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი