დარგებიმეცხოველეობა

რქების მიხედვით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ასაკის განსაზღვრა

ხბოს, დაბადებიდან 2 კვირის შემდეგ, ხელის შეხებით თავზე პატარა კოპები შეენიშნება.

ორი თვის თავზე ეს კოპები თვალითაც შესამჩნევი ხდება. ნახევარი წლის განმავლობაში ყოველთვიურად მას რქები ერთი სანტიმეტრით ეზრდება.

თავიდან ის ნაზი და ხორკლიანია. ნახევარი წლის შემდეგ რქების სწრაფ ზრდას იწყებს. 9 თვის შემდეგ ის უფრო სწორი და პრიალა ხდება.

სამი წლის ცხოველს რქებზე უკვე მკვეთრად გამოხატული რგოლები ეტყობა. პირუტყვის ასაკი სწორედ ამ რგოლების მიხედვით განისაზღვრება, ყოველი რგოლი ერთ წელიწადს შეესაბამება.