დარგებიმეფუტკრეობაფერმერი ფერმერს

საფუტკრეში რა სამუშაოა უნდა ჩავატაროთ აპრილში

დღისით საკმაოდ თბილა, მაგრამ ღამით ზოგჯერ შეიძლება ტემპერატურა მკვეთრად დაეცეს. აპრილში  ყვავილოვანი მცენარეები მასობრივად იწყებს აყვავებას, ამ დროს ფუტკრის ოჯახში შარშანდელი მოზამთრე ფუტკრის თაობა მთლიანად შეცვლილია ახალი თაობის ფუტკრებით, ფუტკარი აქტიურად აშენებს ფიჭებს, აგროვებს ნექტარს და ყვავილის მტვერს.

აპრილის ბოლოს კოლხეთის დაბლობზე ბოლო წლებია აკაცია  იწყებს ადრე ყვავილობას და სასურველია ამ პერიოდს ფუტკრის ოჯახები ძლიერად შეხვდნენ, არ შეიქმნას სანაყრე მდგომარეობა, რომლის კონტროლი შეგვიძლია ბუდის გაფართოებით.

აპრილში გასატარებელი ღონისძიებები:

♦ ამ პერიოდში აუცილებელია ზედმეტი ჩარჩოების მოშორება ან ბუდის განზე გადადება (უვარგისი, შავი, დეფორმირებული ჩარჩოების ამოტანა და ცვილად გადადნობა);

♦ ყურადღების მიქცევა ამინდის პროგნოზს, რომ ღამით ტემპერატურის ვარდნისას არ მოხდეს მატლის, ფუმფლის წაყინვა (მოვახდინოთ დათბუნება);

♦ ოჯახების შემოწმება დედების კვერცხმდებელობაზე, უვარგისი დედების  უკეთესი დედებით დროულად შეცვლა​;

♦ ყურადღების მიქცევა ვაროატოზზე, ასკოფეროზზე და აკარაპიტოზზე, გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი პრეპარატებით დამუშავება;

♦ ამინდის შესაბამისად ბუდის გაფართოება  ახალი ასაშენებელი ფიჭების ჩამატებით.

წყარო: www.care-caucasus.org.ge