აგროსიახლეებიმეცხოველეობა

ტკივილგამაყუჩებლები და ანესთეზია მეცხოველეობაში

აშშ-ს მეცხოველეობაში ქირურგიული პროცედურების ჩატარების დროს ტკივილგამაყუჩებლებზე და საანესთეზიო საშუალებებზე მოთხოვნილება იზრდება და ისინი სულ უფრო ფართოდ გამოიყენება.

ისეთი ოპერაციები, როგორიცაა კასტრაცია და რქების მოშორება, ცხოველებისთვის ყოველთვის მტკივნეულ პროცედურად ითვლება, თუმცა ასეთი ვეტერინარული პროდუქტები, რომლებიც ცხოველებს ტკივილს შეუმსუბუქებს, ახლახანს გახდა ხელმისაწვდომი.

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ტკივილის არსებობას დადებითი მხარეებიც კი აქვს: ეს არის პირუტყვის ფიზიოლოგიური რეაქცია, რომელიც აიძულებს მას დაიცვას ორგანიზმის დაზიანებული ნაწილი. მაგრამ როცა ტკივილი ქრონიკულ ხასიათს იღებს, ბევრი უარყოფითი მხარე ვლინდება, მათ შორის დაქვეითებული იმუნიტეტი, გულ-სისხლძარღვთა, საკვების მომნელებელი და ნევროლოგიური ფუნქციების შესუსტება.

ვეტერინარები ქირურგიული ჩარევისას ტკივილის შესამცირებლად შესაბამის მედიკამენტებს ხშირად იყენებენ.  ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროცედურა ოპერაციის მოსამზადებლად ადგილობრივი ანესთეზია.

იმის მიუხედავად, რომ პირუტყვის ტკივილის შემსუბუქების დადებითი მხარეები მეცნიერულად დადასტურებულია, მაინც ​ტკივილგამაყუჩებლების და ანესთეზიის გამოყენების დროსაც არსებობს შეზღუდვები. მათ შორის, მედიკამენტების ნარჩენები, ხარჯი, მუშახელის ეფექტიანობა, ადმინისტრირება და სხვა. 

წყარო: http://georgiandairy.org