აგროსიახლეებიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

მევენახე რობოტი ფერმერებს მოსავლის აღებაში დაეხმარება

ავტომატიზებული „დამხმარე“, რომელსაც შეუძლია ფერმერებს მოკრეფილი ყურძნის ან ლერწის ვენახიდან გამოტანაში დაეხმაროს,  კომპანია Augean Robotics შექმნა. ყურძნის კრეფის დროს, როცა მუშებს აგვისტოს პაპანაქებაში უხდებათ მუშაობა და დაკრეფილი ყურძნის  (50 კილოგრამამდე) ვენახიდან გამოტანა, ეს  მათ ენერგიას აცლის და შრომის ეფექტიანობას მნიშვნელოვანად ამცირებს, შესაბამისად ისინი ნაკლებ ყურძენსაც კრეფენ და ნაკლებსაც გამოიმუშავებენ. ამ მძიმე შრომაში მათ ახლა უკვე მევენახე რობოტები დაეხმარებათ და შრომას შეუმსუბუქებს.

მევენახე რობოტის შემქმნელი ჩარლი ანდერსონის თქმით, სამუშაო საათების 20-30% ყურძნის მკრეფავები ზვრებში იქით-აქეთ სიარულში ხარჯავენ. სეზონური მუშახელის დეფიციტის პირობებში, რომელსაც მევენახეობის ქვეყნების უმეტესობა იყენებს, შრომისნაყოფიერებას დიდი მნიშვნელობა აქვს. შრომისეფექტიანობის გაზრდასთან ერთად ამ ტექნოლოგიის დანერგვით მკრეფავები დამქირავებელთაგან მათზე ზრუნვასაც იგრძნობენ, რადგან ამ მძიმე საქმეში მათ რობოტი შეხიდებათ, მათ კი ყურძნის საკრეფად მეტი დრო დარჩებათ და მეტ თანხასაც გამოიმუშავებენ

რობოტი Burro ისეა აწყობილი, რომ შეუძლია მუშას უკან გაჰყვეს, იმოძრაოს ზვრებში, ალგორითმის მეშვეობით განსაზღვროს როდის სჭირდება მკრეფავს მისი დახმარება, რომ, ასე ვთქვათ, ხელი დაუცალოს _ დაკრეფილი ყურძენი ვენახიდან გაიტანოს.

წყარო: fastcompany.com