ვაროსტოპი

ფუტკრის ვაროატოზის მკურნალობისთვის. მწარმოებელია ,,პრიმავეტ-სოფია”, ბულგარეთი. წამლის ფორმას წარმოადგენს ფირფიტა. პრეპარატი არ გამოიყენება ღალიანობის პერიოდში. არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. არატოქსიკურია ფუტკრისათვის, ადვილია დასამუშავებლად.

წამლის ფორმა: გარეგანი მოხმარების ხის ზოლისებური ფირფიტა, გამოიყენება მეფუტკრეობაში.

ფარმაკოთერაპიული საშუალება: აკარიციდული საშუალება.

სამიზნე სახეობა: ფუტკარი.

მწარმოებელი ქვეყანა: პრიმავეტ-სოფია, ბულგარეთი. 

შემადგენლობა პრეპერატი წარმოადგენს ღია ყვითელი-კრემისფერი შეფერილობის ხის ზოლისებურ ფირფიტას, სუნის გარეშე. თითოეული ფირფიტა გაჟღენთილია და შეიცავს: ფლუმეტრინს 10%-იანი – 3,6 მგ. 

გამოშვების ფორმა: ათი ხის ზოლისებური ფირფიტის პირველადი შეფუთვა მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. თითოეული ფირფიტა შეფუთულია პოლიეთილენის ფოლგაში. თითოეული ინდივიდუალური შეფუთვა თავის მხრივ შეფუთულია ორმაგ ალუმინის ფოლგაში.

გამოყენების წესი და დოზები პრეპარატი ვაროსტოპი გამოიყენება ფუტკრის ოჯახებში ვაროატოზის დიაგნოსტიკის, პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ვაროსტოპი გამოიყენება: ვაროსტოპის ფირფიტები გამოიყენება ფუტკრის სკებში. – ადრეულ გაზაფხულზე, როდესაც ფუტკრების ოჯახებში არ არის დიდი ფართობი დაკავებული ფუტკრის ბარტყით. – ზაფხულში ივლისის ბოლოს – აგვისტოს დასაწყისში, როდესაც შეზღუდულია დედა ფუტკრების კვერცხმდებლობა და ბარტყებიანი ფართობი მცირეა, ხოლო დანარჩენი ფართობი სავსეა თაფლით და მდედრი ტკიპების უმეტესი ნაწილი ფუტკრებზე იმყოფება. – შემოდგომაზე – სექტემბერ-ოქტომბერში, როდესაც ფუტკრის ბარტყიანი ფართობი პროგრესულად მცირდება. ვაროსტოპი გამოიყენება უშუალოდ თაფლის ცენტრიფუგაციის შემდეგ. შეფუთვას ხსნიან უშუალოდ გამოყენების წინ. ფირფიტას ათავსებენ ჩარჩოებს შორის კორპუსის ცენტრში; თითო ფირფიტას ორი ჩარჩოს გამოტოვებით და დატოვებენ 35 დღით, არა უმეტეს 6 კვირისა. დოზირება დამოკიდებულია ფუტკრების ოჯახის სიძლიერესა და დაავადების სიმწვავეზე: პროფილაქტიკისათვის გამოიყენება – 1-2 ფირფიტა. მკურნალობისათვის – სუსტი ოჯახები – 1-2 ფირფიტა; ნორმალურად განვითარებული და ძლიერი ოჯახები – 2-4 ფირფიტა. ვაროატოზის დიაგნოსტიკისათვის სკის ფსკერზე ათავსებენ თეთრი ფერის ქაღალდს 24 სთ-ით.

შენახვის პირობები ვაროსტოპი ინახება 15-30°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში 40-60°C ჰაერის ტენიანობის პირობებში, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცვით.

წყარო: futkara.gweb.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *