ჟოლოს სამულჩე ფირით მოყვანის ტექნოლოგია _ სრულმსხმოიარება მომდევნო სეზონიდან

სამულჩე მასალით მოწყობილ კვლებზე ჟოლოს გაშენება საშუალებას იძლევა, პლანტაცია მომდევნო სეზონიდანვე სრული დატვირთვით ამუშავდეს. ღია გრუნტზე გაშენებული ჟოლო, როგორც წესი, ჰექტარზე 8-დან 14 ტონამდე მოსავალს იძლევა, გააჩნია ჯიშს. ამის შესახებ EastFruit-ს უკრაინაში კენკროვანი კულტურების სანერგის დამაარსებელი ოლეგ ბოსი უყვება. 

მოცემული ტექნოლოგიით ჟოლო ზაფხულში , ივნის -აგვისტოში ირგვება, რაც ნიადაგის ხარისხიანად მომზადების საშუალებას იძლევა, რომ, ადრე გაზაფხულზე დამუშავდეს ჰერბიციდით, გრუნტის მავნებლების საწინააღმდეგო ინსექტიციდებით, ან სულაც ამ ფართობზე დაითესოს რომელიმე მოკლე ვეგეტაციის სიდერატი კულტურა, ვთქვათ მდოგვი.  

ჟოლოს დარგვა მულჩიან კლვებზე

მულჩის ქვეშ სარეველები ვერ მრავლდება, რაც ხელს უწყობს ჟოლოს ნერგს  სწრაფად გაიზარდოს.

თიხნარ ნიადაგებზე სამულჩე ფირის გამოყენება 10-15 სანტიმეტრიანი სიმაღლის კვლების მოწყობის საშუალებას იძლევა, რაც ჟოლოს ფესვთა სისტემის სრულყოფილად განვითარების სასურველი პირობების შექმნას უწყობს ხელს.

ფირი ასევე ხელს უშლის ტენის კარგვას, თუმცა წყლის და საკვები მინერალების ეფექტიანად მისაწოდებლად სასურველია ყოველ კვალზე ორმაგი წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა.

ლანტაცია დარგიდან  5 კვირის შემდეგ

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მომდევნო სეზონის დასაწყისში, ადრე გაზაფხულზე, ფირზე უკეთებენ დამატებით ნახვრეტებს, რაც ხშირი სანაყოფე ყლორტების ფორმირებისთვის არის საჭირო.

მოცემული ტექნოლოგია ითვალისწინებს დახურული ფესვთა სისტემის (კასეტური ან კონტეინერული) მქონე ვეგეტატიური მცენარეების გაშენებას.

სამწუხაროდ ტრადიციული ღია ფესვთა სისტემიანი ნერგების  ხარისხიანად დარგვა, ისე რომ არ დაზიანდეს სამულჩე ფირი, რთულია.

ნაყოფიერი ამონაყრის ფორმირება გაზაფხულზე 

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჟოლოზე ფასების ვარდნის შემთხვევაში, ჟოლოს ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია წარმოების ეფექტიანობაზე და მოწეული პროდუქტის ხარისხზე.

  პროექტ EastFrui-ის ხელმძღვანელის, კატერინა ზვერევას აზრით, უკრაინა უკვე შედის ჟოლოს უმსხვილეს ექსპორტიორთა ოთხეულში და ექსპორტის გასაზრდელად უფრო მეტი პერსპექტივა აქვს. 

უკრაინას ასევე შეუძლია მეტი სარგებელი მიიღოს ცოცხალი ჟოლოს ექსპორტიდან, რადგან ის ყველაზე ახლოს არის ევროკავშირთან, რომელიც ჟოლოს მთავარი მომხმარებელია.

  სრულად მსხმიარე პლანტაცია მომდევნო სეზონისათვის

მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების დროს, გაყინულ ჟოლოს წარმოებაც მომგებიანია. მაშინ, როცა დაბალი ფასების გამო მსოფლიო ბაზარზე ჟოლოზე მოთხოვნილება იზრდება, უკვე მისი დიდ პარტიებად გაყიდვა შეიძლება.

ჟოლოს მოყვანის შემოთავაზებული ტექნოლოგია ხარისხიანი კენკრის საჰექტარო მოსავლიანობის და შემოსავლების სწრაფად გაზრდის, შესაბამისად, ჩადებული ინვესტიციის ამოღების დაჩქარების საშუალებას იძლევა, რაც ამგვარად გაშენებული პლანტაციის მაღალპროდუქტიულობას განაპირობებს.

EastFruit