აგროსიახლეები

ინდოეთი აგრობიომრავალფეროვნების განვითარებას და ადგილობრივი ჯიშების დანერგვას 2025 წელს აქტიურად შეუწყობს ხელს

ინდოეთის მთავრობა ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების ტრადიციული ჯიშების გამრავლებას, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინდოეთის კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის შესაქმნელად, თქვა ინდოეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მდივანმა დევეშ ჩათურვედიმ.
ინდოეთის მთავრობამ ცოტა ხნის წინათ წამოიწყო ბუნებრივი მეურნეობის ეროვნული მისია ფერმის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის  გამოზრდა ორგანული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვის, რომლის მიზანია, საკვების დამზადებისას შეამციროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენება და ხელი შეუწყოს ნიადაგის გაჯანსაღება-გაუმჯობესებას; ამასთან ერთად ყურადღება გამახვილდეს ტრადიციული ჯიშების პოპულარიზაციას, რომლებიც ცნობილია მათი გამძლეობითა და რთულ კლიმატურ პირობებისადმი სწრაფი ადაპტირების უნარით.

როგორც ინდოეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მდივანმა დევეშ ჩათურვედი ამბობს, პროგრამები, როგორიცაა ბუნებრივი მეურნეობის ეროვნული მისია (NMNF), ფერმერთა მწარმოებელი ორგანიზაციები (FPOs), მეთესლეობის განვითარების პროგრამები და ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების მისია (NFSM) გამოყენებული იქნება ინდოეთის ტრადიციული კულტურების მხარდასაჭერად, რადგან მათ აქვთ უნიკალური მახასიათებლები, მათ შორის საუკეთესო გემო, არომატი და საკვები ღირებულება, რაც ამ კულტურებს ნიშური ბაზრების დაკავების კარგ შანსს აძლევს.

_ ტრადიციული კულტურებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, გაიზარდოს მოცულობა კლასტერებში, რათა მაქსიმალურად მოხდეს ბაზრის ათვისება და სამთავრობო პროგრამებით სარგებლობა, _ აღნიშნა დევეშ ჩათურვედიმ.

კონგრესმა განიხილა წვიმიანი ტერიტორიების პრობლემები, რომლებიც შეადგენენ ინდოეთის სასოფლო-სამეურნეო რეგიონების და მიწების 50%-ს და უზრუნველყოფენ სოფლის მეურნეობით დაკავებული მოსახლეობის 61%-ს. ფაიზ აჰმედ კიდვაიმ, წვიმიანი ტერიტორიების ეროვნული ორგანოს (NRAA) გენერალურმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ადგილობრივმა ხელისუფლებებმა გაზარდონ ინვესტიციები ამ რეგიონებში, რომლებიც ხშირად განიცდიან ნიადაგის დაბალ ნაყოფიერებას და კლიმატის ცვალებადობას.

კიდვაიმ დასძინა, რომ წვიმიან რეგიონებში, მეთესლეობის საზოგადოებრივი _ არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარ როლს თამაშობს, რადგან თესლების 60% თემისა და ფერმერების ქსელების მეშვეობით მიეწოდება.

ინდოეთის მდიდარი აგრომრავალფეროვნება მოიცავს ბრინჯის 100 000-ზე მეტ ტრადიციულ სახეობას და ძირძველ ფეტვის ჯიშებს, როგორიცაა: თითა ფეტვი, მარგალიტის ფეტვი, კოდო ფეტვი და სხვა; ასევე წიწაკის, ბარდას, მუხუდოს, ლობიოს და ოსპის მრავალფეროვან ადგილობრივ ჯიშებს; ტრადიციულ ზეთოვან კულტურებს: სეზამს, მდოგვს, არაქისს და სელს;  ხილის ადგილობრივ ჯიშებს, როგორიცაა: მანგო, ბანანი და ჯეკფრუტი (პურის ხის ნაყოფი); ასევე ბოსტნეულს: ბადრიჯანს და ჯანსაღ ინდურ მწარე კიტრს, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს ადგილობრივ ბაზარზე.